პიაცა : “მადლობა ტიფოზებს”
ხორვატი თავდამსხმელი დაბრუნებით მოხარულია…
სეზონის მეორე ნახევარში ყველაზე დიდი მოლოდინი მარკო პიაცას მიმართ არის. ხორვატი თავდამსხმელი, რომელიც ტურინის იუვენტუსს ზაფხულში დინამო ზაგრებიდან შეუერთდა, ტრავმის შემდგომ გუნდს გუშინ, იტალიის თასზე ატალანტასთან მატჩში დაუბრუნდა.
მან ტერფის ტრავმის გამო დაახლოებით 3 თვე გამოტოვა. ტურინელი ტიფოზები მას გამამხნევებელი აპლოდისმენტებით და ოვაციებით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატს ჯერ თავისი შესაძლებლობების ჩვენების შანსი არ მისცემია, ტიფოზერიას მისი ძალიან ეიმედება.
ამ ფაქტს, შეხვედრის შემდეგ თავად მარკო სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.
“მადლობა იუვეს ტიფოზებს. ForzaJuve”
Grazie ai tifosi della Juve #ForzaJuve #FinoAllaFine #bianconeri ⚫️⚪️💪 pic.twitter.com/mvpHAKluMC
— Marko Pjaca (@marko_pjaca20) January 12, 2017
მიდი მარკო!!! მეტი შეუძლია და გუშინ მომეჩვენა, რომ არ აპრესინგებდა ატალანტას მცველებს…
ხო არაა ჯერ ფორმაში, დიდი დრო გაუცდა ძალიან.
ძალიან მჯერა ამისი