ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ForzaJuve.Ge 8 წლის გახდა!

დიახ, 8 წელი.. ზუსტად 8 წლის წინ დაიწყო ჩვენი ისტორია ინტერნეტ სამყაროში:

გვერდი რომელმაც იუვენტუსის ქართული ტიფოზერია ერთი საიტის ქვეშ გააერთიანა.. საიტი რომელიც სამაგალითო გახდა ყველასათვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობდა..

დაუღალავი შრომა იმისათვის, რომ ქართველ მომხმარებელს უკანასკნელი სიახლეები დახვედროდა იუვენტუსის შესახებ.. მათი კუმირების ასპარეზობაზე და ასე შემდეგ..

გვქონდა პერიოდული ხარვეზები, მაგრამ ეს ყველასათვის გასაგები უნდა იყოს.. 8 წლის განმავლობაში ეს საქმე კეთდება სუფთა 100%-იან ენთუზიაზმზე და არანაირი სარგებელი არავის არ ჰქონია.. იყო თუ არა შემოთავაზება? ფინანსური მხარდაჭერის? რა თქმა უნდა არა.. სიმართლე გითხრათ ამაზე დიდად არ გვიფიქრია არასოდეს..

მაგრამ.. იცით რა არის საწყენი? ის, რომ ბევრ ქართველ იუვენტინოს ავიწყდება თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.. ვინები იყვნენ ისინი ვინც ასე ერთად შეყარა დიდი ჯგუფი და მათ საკმაოდ მაღალ ხარისხიან პროდუქტს სტაბილურად აწვდიდა.. წლობით.. მაგრამ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ავიწყდებათ ეს ყოველივე.. დაუფასებლობა ღუპავს კარგ საქმეს..

გრძელდება თუ არა ეს ყველაფერი ახლა? დიახ.. და სიმართლე გითხრათ ამას მივეჩვიეთ უკვე.. სასაცილოა ის ფაქტი, რომ შეიძლება დღეში 20-30 სიახლე დადო.. ქართულად გაახმოვანო მიმოხილვა, წინასამატჩო პრესსკონფერენციები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები.. ეცადო შექმნა პროდუქტი ქართულად, მაგრამ.. ინტერესი 0-ი.. მათ მიმართ ვინც მართლა ცდილობდა იუვენტუსის პოპულარიზებას საქართველოში, მაშინ როდესაც გუნდი მეშვიდე ადგილს არ გასცდენია..

დიახ, მეგობრებო ჩვენ ზუსტად მაშინ დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა..

მახსოვს, პირველი შეკრება ფორცას სახელით.. ჩვენი ასპარეზობა საფეხბურთო ტურნირებზე.. ბარსამანიას და უცნაურს 10-0-ები მოვუგეთ თუ არ მეშლება )  თუმცა, აი ეს მანჩესტერის ფან-კლუბი იმ პერიოდში აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა ჩვენთვის.. ერთი ჰყავდათ რუნის ეძახდნენ (ფიზიკურობის და საფეხბურთო თემატიკიდან გამომდინარე) აი მაგან კი მართლა გაგვიშრო სისხლი..

კიდევ ბევრი გვაქვს გასახსენებელი.. მე პირადად ამ ბიჭებს, მაშინდელ გუნდს.. ძალიან დიდი პატივსცემ.. სწორედ ისინი არიან ჩემთვის ნამდვილი იუვენტინოები!

და რა თქმა უნდა თითოეული ადამიანი ვინც იცის რა არის ForzaJuve.Ge.. იცის რამდენი წლისაა, თუ როგორ მუშაობს და რამდენად ხარისიხიანია..

მოკლედ ასეა თუ ისე 8 წლის გავხდით და განვაგრძობთ საკუთარ მოგზაურობას ქართულ სპორტულ ვებ-მედიაში!

36 thoughts on “ForzaJuve.Ge 8 წლის გახდა!

  1. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ საიტს, და დავძენ რომ, მართალია სტატიაში იყო შენიშვნასავით “ინტერესი 0-ი..” და მინდა ვთქვა რომ არ გაბრაზდეთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება (ძველი “დარდუბალას” შესავალის სიტყვები :mrgreen:) არამარტო ეს საიტი ან თუნდაც ეს სფეროა ასე… ქართული მენტალიტეტი ცოტა სხვაა რას იზამ, ამ საიტის მაგივრად რომ გაგეხსნა სახინკლე ან საშაურმე ალბათ პრობლემაც არ იქნებოდა მაგ მხრივ :mrgreen: მაგრამ დარწმუნებული ვარ გულშემატკივართა ინტერესი არასოდეს მოაკლდება ამ საიტს

    კიდევ ერთხელ გილოცავთ

    1. და ვიმედოვნებ, ამ საქმეში მარკეტინგული თვალსაზრისით გექნებათ წინსვლები, მოგებები და დაინტერესებები

  2. გილოცავ დათკა, დამაარსებლებო აქტიურო წევრებო და იუვეს გულშემატკივრებო.

    თბილისო.გე სთან შეხვედრები რატო დაგავიწყდა?.

  3. გილოცავთ დამფუძნებლებს აქტიურ წევრებს და იუვეს გულშემატკივრებს.

    ტურნირები კი კაია მაგრამ თბილისო.გე რატომ დაგავიწყდა?.

  4. გილოცავთ ლივერპულელთა ბანაკიდან,ერთერთი უძლიერესი საიტია,მაგრები ხართ ფურცელზეც და გაზონზეც
    ლივერპულის შემდეგ იუვენტუსს ვცემ უდიდეს პატივს !

      1. a kaci… gaixare,ar dagimalav da mec didi simpatiebi maqvs liverpulis mimart…ai im dzveli liverpulis da axla ukve klopis gundis
        imedia ligas itamashebt gaisad ! sulsxvaa liga Liverpooltan da mis gareshe…

    1. გაიხარე ძმაო სხვათა ჰორი იუვეს მერე მეც ლივეპულს ვბალეჰიკობ მის საოცარი ჰემოტრაალებული თამაჰის მერე მილანთან

  5. ალბათ 2-3 წელია ამ საიტს ვიცნობ და ვსტუმრობ ხოლმე და მართლა ძაან მაგარია ნიუსმეიქინგში, საქართველოში ნომერ 1ია.
    მარა ერთი რჩევასავით მექნება ადმინთან რო დააბრუნოს რეგისტრაციით დაკომენტარება იმიტო რო ხანდახან ძაან ამღვრევენ წყალს არადა კაი საიტია და გამისწორდება თუ უფრო კაი იქნება.

  6. :love: :love: :love: ვახ თქვენ გაიხარეთ :love: :love: :love: გილოცავთ ყველას და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა ყველას ვინც ამ საიტს აცოცხლებს :forza:

  7. გამარჯობა დათო/ადმინისტრაცია. დიდი მადლობა საიტისთვის პირველრიგში.

    ფეიფალი ხომ გაქვთ? დამიწერეთ ან აქ ან იმეილით ვიკონტაქტოთ და გარკვეულ თანხას გადმოვრიცხავ ეხლავე

    მადლობა კიდევ ერთხელ

    :forza:

  8. გილოცავთ საიტის ადმისტრაციას და ყველას! დამდეგს გილოცავთ და მრავალს დაესწარით შობა-ახალ წლებს!

    მართლა დასაფასებელია ამ ხალხის გარჯა ვინც ამ საიტზე მუშაობს, მადლობა ყველაფრისათვის, წარმატებები!

    იუვეს გავეხარებინეთ ყველა :forza:

  9. გაიხარეთ ბიჭებო დიდი მადლობა უკვე 7 წელია ამ საიტის მომხმარებელი ვარ და დილა იწყება ამ საიტით და ღამეც ეგრე მთავრდება რო არ გადავამოწმო ძილის რამე ახალი ხომ არაა ისე არ ვიძინებ ხოლმე :D უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის და კიდევ ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ პირად ცხოვრებაში

  10. რაგაც მინდა გკითხოთ ბიჭებო NVIDIA GeForce GT 220 გაქაჩავს პეს 17?
    3 ბირთვიანი 4 ოპერატიულით.

    1. სამ ბირთვიანი კომპი ანომალიაა )) წესით კი ) ინტეგრირებული ვიდეო ბარათით თამაშობს ხალხი და პრობლემა არა აქვს )

  11. გილოცავთ ყველას და ჩემ თავსაც რათქმაუნდა რო ეს საიტი არსებობს და დავითი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რო იუვეს ბალეჰიკებს ინფორმაცია არ მოაკლდეს საიტს საინტრესო სტატიები და მე პირად რასაც ამ საიტის ადმინსტრაცა აკეთებს აღარ ვიცი რა უნდა გააკეთონ მეტი ფინასსები ეგ უკვე ინვესტორების მოძებნაზეა მარა ეგ მარტო დავითმა და ადმინტრაციამ კი არ უნდა ეძებოს ყველა იუვეს ბალეჰიკმა ახლა 8 წლისაა კიბატონო აი რო გახდება 100 წლის აზემე უკეთ როგორ უნდა იმუჰავოს საიტმა არ ვიცი თუ ვინმემ იცით გთხოვთ რამე წვილი ჰეიტანეთ ამაჰი თუნდაც ვისაც ჰეგიძლიათ სტატიები დადეთ და ვისაც მარტო კომენტარების წერა ჰეგვიძლია ცუდ კომენტარს ეს საიტი არ იმსახურებს არც ადმანტრაცია არც იუვე და არც გვეკადრება იუვეს ბალეჰიკებს

  12. Madloba kvelas,xo arsebobs samagido tsigni,ise gaxda ea saiti chemi samagido gverdi,35 tselia vbaleshikob iuves da rva tselia tqven,sul utsxour saitebze vedziebdi infos tqvenamde.gaixaret bichebo da madloba kvelaprisatvis rats tqven gaaketet.
    Irakly /Poti/

  13. ყოჩაღ ბიჭებო !! ყველაზე მაგრები ხართ და დიდი მადლობა :up: :up:
    P.S action.ge ზე სიახლეები რატო არ იდება ხო მშვიდობა გაქვთ :)) :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.