დიბალა : “მსურს მსოფლიოში საუკეთესო გავხდე”
ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაულო დიბალამ კორიერე დელა სერას საინტერესო ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მისი მიზანი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელობაა..
“მინდა მსოფლიოში საუკეთესო გავხდე, ამისთვის ყოველდღიურად ვვარჯიშობ და მაქსიმალურად ვიხარჯები.არ ვიცი, მივაღწევ თუ არა ამ მიზანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ცდას არ დავაკლებ.ჩემდამი რამდენიმე კლუბის ინტერესის შესახებ პრესიდან შევიტყვე, უბრალოდ გამეღიმა, აქ თავს კარგად ვგრძნობ და ამ გუნდისთვის ვცდილობ სარგებლის მოტანას.სატრანსფერო ჭორები უბრალოდ დამატებითი მოტივაციაა.”
“ზოგადად, ამ თემით დაინტერესებული არ ვარ, უმჯობესია კლუბს ან ჩემს აგენტს მიმართოთ.ვთამაშობ იმიტომ, რომ იუვენტუსის გულშემატკივრები გავახარო, სულ რამდენიმე დღეში ახალ კონტრაქტს მოვაწერ ხელს და ეს იმის დასტურია, რომ ტურინში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.ტრავმა ? – ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი გავიარე, რომელიც საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა.ამაში ის ადამიანები დამეხმარნენ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებული ვიყო.”
“ახალ წელს მშვენიერ ფორმაში შევხვდი, გოლებიც გავიტანე.რაც შეეხება მილანთან გაფუჭებულ პენალტს, ძალიან განვიცადე, ჩემი მეგობარი გოგონა ამას დაგიდასტურებთ, თუმცა რას ვიზამთ, ზოგჯერ ასეც ხდება.ის შეცდომები გაკვეთილი იქნება, რომლისგანაც ბევრი უნდა ვისწავლო.შემდეგ ფინალში გაცილებით მოტივირებული ვიქნები.”
ათი ნომერი იუვეჰი მარტო დელპიეროს უხდება და თო მანდამაინ ვინმემ უნდა ჩაიცვას ეს ან დიბალა ან ვერატი უნდა იყოს სხვა გამორიცხულია
დიბალას 10-იანი და 21-ვერატის )) თუმცა ვერატი, ალბათ, სხვა ნომერს აირჩევს…
veratis mouxdeba 10 nomeri tan italielia
პოზიციით არ უხდება, 7-იანი დაუთმოს კუადრადომ ))
namdvilad sheuzlia dibalas sauketeso gaxdes msoplioshi