ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური Boxing Day

იტალიის ჩემპიონატის ბოსებმა გადაწყვეტილება მიიღეს…

ANSA-ს ცნობით, სერია ა-ს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან იტალიის ჩემპიონატის მატჩები შობას და ახალ წელსაც გაიმართება.

ეს წესი ძალაში 2017/18 წლების სეზონიდან შევა. თებერვალში კი შემდეგი წლის ოფიციალური კალენდარიც დადგინდება.

მიმდინარე სეზონში საშობაო თამაშები სერია В-ში გაიმართა და საკმაოდ წარმატებითაც. ორგანიზაცია კმაყოფილია დარჩა, რადგან სადღესასწაულო შეხვედრებს მაყურებელი არ აკლდა.

სერია ა-ს კლუბები საშობაო შესვენებაზე 22 დეკემბერს გავიდნენ და ჩემპიონატი 7 იანვარს განახლდა.

2 thoughts on “იტალიური Boxing Day

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.