ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “დიბალა და პიანიჩი? ანუ თქვენ ხვალ სიამოვნება გინდათ”

“ფიორენტინასთან”  მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთვარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“3-5-2 არჩევანი თუ საჭიროება? ორივე ერთად. მე კიელინის მდგომარეობა უნდა ვნახო და შევაფასო. ბარძალიმ 3 შეხვედრა გამართა. ლიხშტაინერი დაგვაკლდება. ახლა ამ პოზიციაზე უნდა გამოვცადო ბაძალი,კუადრადო ან სტურარო, ანაც 4 მცველით ვითამაშო.”

“ბერარდი თუ ბერნარდესკი? გალიარდი? მას ორივეს განსხვავებული მახასიათებლები და როლი აქვთ. გალიარდინი ახალგაზრდაა და ინტერი მისთვის კარგი გამოცდაა. ბერარდიც და ბერნარდესკიც ძლიერები არიან. ახლა იტალიას საკმაოდ ბევრი კარგი მოთამაშე მოუგროვდა და არჩევანის საშუალება აქვს.”

“ჩავარდნები ატალანტასთან. ჩვენ ვითამაშეთ 18 შეხვედრა და მოვაგროვეთ საკმაოდ ბევრი ქულა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც დავძლიეთ.. ციფრები ჩვენს მხარესაა და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს. ჩავარდნა და შავი ლაქა არაა, როდესაც პირველ ტაიმს 2-0-ს იგებ. ჩვენ საკმაოდ კარგ სეზონს ვატარებთ, რასაც ლამაზი გამარჯვებებიც მოწმობს.”

“რა არის გასაუმჯობესელი? გუნდში 32 მოთამაშეა. იუვენტუსი ყველაფერს კარგად აკეთებს. ოთხშაბათს სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებით დიდი სიამოვნება მივიღე. ჩვენ უფრო ნაკლები გოლი უნდა გავუშვათ. ასევე სტანდარტულების დროს თავი კარგად უნდა დავიცვათ. ეს ფიორენტინასთანაც გამოგვადგება, რადგან ფლორენციელები ამ კომპონენტში საკმაოდ ძლიერები არიან. გასაუმჯობესებელი ყოველთვის არის, მაშინაც კი როდესაც საქმე კარგად მიდის.”

“კუადრადო პიანიჩს გამორიცხავს? არა. მათ ერთად თამაშიც შეუძლიათ. ხვალ რთული შეხვედრა გველის, რადგან ფიორენტინა ყოველთვის ძალიან სახიფათოა.”

“ალექს სანდრო? ის ჩემს განკარგულებაშია. თითქმის ყველა გვყავს. კიელინი გაციებულია.”

“მანჯუკიჩი? რთულია ყველას ძირითად შემადგენლობაში დაყენება. მარიო ჩემპიონია, ის მსოფლიო დონის შემტევია. მან თავისი კლასი ოთხშაბათსაც დაამტკიცა.”

“პიანიჩი და დიბალას დუეტი? გინდათ ხვალ ისიამოვნოთ? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტაქტიკით ვითამაშებ ხვალ. პიანიჩი და დიბალა უმატებენ. სამომავლო პერსპექტივაში მათ პიაცას უნდა დაემატოს. ოთხშაბათს მათი დუეტი მომეწონა. ვიყავით საკმაოდ ტექნიკურები და სწრაფები. ასეთი თამაშით ჩვენ ყოველთვის მოვიგებთ.”

“მატიელო და მანდაგორა? მატიელო გამოჯანმრთელდა და ახლა აღდგენით კურსებს გადის. რაც შეეხება მანდაგორას, მისი პრობლემებიც მალე დამთავრდება.”

“სიახლეები ევრაზე ? მას ველაპარაკე და ჯერ კიდევ ელოდება. ჩვენ ყველანი ველოდებით და ამის პრობლემა არ გვაქვს.”

“დიბალა მანჯუკიჩთან ერთად უკეთესია? ის და იგუაინი განსხვავებულები არიან. რაც უფრო მეტს თამაშობენ ერთად, უფრო და უფრო უგებენ ერთმაენთს. მათ განსხვავებული მახასიათებლები გააჩნიათ. დიბალა უფრო სიღრმიდან თამაშობს. მაჯუკიჩი კი თავის საქმეს საჯარიმოში აკეთებს.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

წელს მაინც აღარავინ გაუყიდოთ და ვერატი და რაკეტა მოუყვანეთ და მე გპირდებით რომ ალეგრი ჩემპინთა ლიგას დადებს და იუვენტუსი ევროპაში დომინირებას დაიწყებს

vakhtang karchava
7 years ago

“გინდათ ხვალ ისიამოვნოთ?” – არა მაქს, ჩვენ მაზოხისტები ვართ, სვარკის ყურება გვირჩევნია :lool: :lool:

juventus***
juventus***
7 years ago
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ცძალიან დიდი ფუფუნებაა დიბალა პიანიჩი იგუაინი მანჯუკიჩი კუადრადო და რაღათქმაუნდა bbc

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x