ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaCalcio რუბინიო ჯენოაში დაბრუნდა

ექს ტურინელი სახლში დაბრუნდა…

ჯენოამ კლუბის ოფიციალურ საიტზე ბრაზილიელი კიპერის რუბინიოს დაბრუნება დაადასტურა. 34 წლის მეკარესთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

ტურინის იუვენტუსის ექს კიპერი ბოლოს იტალიის რანგით მესამე დივიზიონში კომოს შემადგენლობაში ასპარეზობდა, სადაც კონტრაქტი დროზე ადრე გაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ რუბინიო უკვე ასპარეზობდა გენუელთა შემადგენლობაში 2006-2009 წლებში, სადაც 101 შეხვედრაში 105 გოლი გაუშვა.

შეგახსენებთ, ჯენოას ძირითადი შემადგენლობის მეკარემ მატია პერინმა ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო და მოედანს სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფიცხელა
ფიცხელა
8 years ago

იმდენი იძახა ბერომ რუბინიო გაუშვანო გაუშვეს გუნდიდან :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x