ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფიორენტინა – იუვენტუსი (პროგნოზი)

დღეს, იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში ტურინის იუვენტუსი სტუმრად ფლორენციის ფიორენტინას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23.45 წუთზე დაიწყება.

გთავაზობთ იტალიური მედიის პროგნოზს.

სავარაუდო ანგარიში 1:2 – ფლორენციაში იუვენტუსს ნამდვილად არ უყვართ. გუნდის და მთლიანად ქალაქის მიზანი მოქმედი ჩემპიონების შეჩერება იქნება. ამასთან “იებს” ქულები სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ, რადგან ისინი მხოლოდ მე-9 ადგილზე არიან და ევროზონას საკმაოდ ჩამორჩებიან.

ევროპა ლიგის გარეშე დარჩენა ფიორენტინასთვის საშინელება იქნება. პაულო სოუზას თავზე ღრუბელი ახლოვდება. იტალიის თასზე გუნდმა გაჭირვებით დაამარცხა კიევო(1:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი, დამატებით წუთზე, ფედერიკო ბერნარდესკიმ 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

შეტევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კალინიჩზე, რომლის მომავალიც ასევე ბურუსით არის მოცული. ხორვატი შემტევი ჩინეთის ჩემპიონატთან საკმაოდ ახლოს არის, სადაც შესაძლოა პარტნიორობა ტურინის იუვენტუსის ყოფილ სამიზნეს აქსელ ვიტსელს გაუწიოს.

ტურინელთა მდგომარეობას კი დეტალური აღწერა ნამდვილად არ სჭირდება: ბიანკონერი ბრწყინვალე სვლას განაგრძობს. მათი გამარჯვებების სერია ამ დროისთვის 6-მდე აღწევს. გუნდს 6 კვირიანი ტრავმის შემდეგ ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდა. გამოჯანმრთელდა ბუფონიც, რომელმაც ბოლო შეხვედრა გაციების გამო გამოტოვა.

შეტევაში მასიმილიანო ალეგრის საკმაოდ დიდი თავსატეხი აქვს: უნდა გადაწყვიტოს და მანჯუკიჩი-იგუაინიდან ერთ-ერთი სათადარიგოთა სკამზე დატოვოს.

დანაკლისი, რა თქმა უნდა, არის. ალვეში კვლავ ლაზარეთშია, ლიხშტაინერი დისკვალიფიცირებულია, ბენატია და ლემინა კი – აფრიკის თასზე იმყოფებიან. ყველაფრის მიუხედავად ტურინული გრანდი აშკარა ფავორიტია.

იტალიური ბუკმეიკერების კოეფიციენტები:
ფიორენტინა – 4.57
ფრე – 3.59
იუვენტუსი – 1.81

39 thoughts on “ფიორენტინა – იუვენტუსი (პროგნოზი)

  1. ბიჯოოო ნუ ხართ ეს მილანელები ძალიან სუბიექტურები. იუვეს თუ ახალგაზრდები არ ყავს ვის ყავს აბა???
    რუგანი მატიელო მანდრაგორა კინი კალდარა, ასევე სატრანსფერო უფლება ბერარდიზე, ორსოლინი, კლემენცა ცოტააა????

    1. კასტანოსიც კაი ბიჭია პრიმავერაში, ეხლა პესკარაში გაუშვეს პრაქტიკა რომ ჰქონდეს.

  2. რიკარდო ორსოლინი: https://www.youtube.com/watch?v=xk7unp3cNQM

    ძაან მომწონს მაგარი ბიჭიააა. მიდი ძმაო გაგვახარეეეე. წარმატებებს გისურვებ ძმაო. ასევე კალდარას. იუვეს და ასევე იტალიის მომავალი ხართ ვერასტისთან და ბერარდი და ბერნადერსკისთან, ვერატიზე რა ისმის ძმებო? აუ ეს თუ ვითრიეთ მერე მთელ მსოფლიოს მოვაჯდებით რა რომის იმპერიასავით.

  3. სიტის და გვარდიოლას დდშშ
    14.01.17 16:30
    ტოტენჰემი – ვესტ ბრომვიჩი
    ინგლისი / პრემიერლიგა
    4:0
    1
    (მატჩის შედეგი 1 X 2 )
    1.35
    14.01.17 19:00
    სუონსი სიტი – არსენალი
    ინგლისი / პრემიერლიგა
    0:4
    2
    (მატჩის შედეგი 1 X 2 )
    1.55
    14.01.17 19:15
    ბარსელონა – ლას პალმასი
    ესპანეთი / პრიმერადივიზიონი
    5:0
    1
    (მატჩის შედეგი 1 X 2 )
    1.13
    14.01.17 21:30
    ატლეტიკო მ. – ბეტისი
    ესპანეთი / პრიმერადივიზიონი
    1:0
    1
    (მატჩის შედეგი 1 X 2 )
    1.25
    14.01.17 23:45
    ინტერი – კიევო
    იტალია / სერია A
    3:1
    1
    (მატჩის შედეგი 1 X 2 )
    1.48
    15.01.17 17:30
    ევერტონი – მანჩესტერ სიტი
    ინგლისი / პრემიერლიგა
    4:0
    2
    (მატჩის შედეგი 1 X 2 )
    1.8
    15.01.17 18:00
    სასუოლო – პალერმო
    იტალია / სერია A
    4:1
    1
    (მატჩის შედეგი 1 X 2 )
    1.75
    15.01.17 18:00
    ნაპოლი – პესკარა
    იტალია / სერია A
    –:–
    1
    (მატჩის შედეგი 1 X 2 )
    1.2
    15.01.17 18:00
    უდინეზე – რომა
    იტალია / სერია A
    0:1
    2
    (მატჩის შედეგი 1 X 2 )
    1.9
    15.01.17 18:00
    სამპდორია – ემპოლი
    იტალია / სერია A
    –:–
    ნაკ.
    (გოლების რაოდენობა 2.5)
    1.7

  4. აიაქსის თამაშს ვინ უყურა?კლუივერტის ბიჭმა ითამაშა ძაან კარგად,იმედია დააკვირდებიან

  5. ატალანტა მაგარი გუნდია 3 ადგილისთვის მაგრად დაიძაბა ჩემპიონატი. თან იტალიას მაგარი ახალგაზრდობა ეზრდება:ბელოტი, ბერნარდესკი,ბერრარდი,ბაზელი, კალდარა კონტი პეტანგა ჯიჯი დონა,ვრატიც იტალიის მომავალია :forza: :forza: :forza: :forza:

    1. ბერარდის და ბაზელის ერთ დონეზე დარჩნენ, მომავალია ლოკატელი, დონარუმა, რომანიოლი, ვერატი, ბელოტი, კალაბრია

          1. მხოლოდ და მხოლოდ რუგანი და ვსიო… ისიც ვენტურა თუ მიცემს შანსს იმიტო რო ახალგაზრდაა და თუ ვინიცობა რამე დადგეს იტალიას დიდხანს ეყოფა.
            თორე დონარუმა, ლოკატელი და რომანიოლი რო უეჭველად ძაან მაგარი იგროკები დადგებიან მაგაში არ შემედავოს არავინ (ნუ ტრამვებს თ არ აირტყამენ რათქმაუნდა)

  6. მილანის ფანი ვარ მაგრამ იუვენტუსს ვაფასებ როგორც ლეგენდარულ იტალიურ გუნდს მართალია მილანის გულშემატკუვარი ვარ მაგრამ ერთადერთი გუნდია იუვე იტალიაში დღესდღეობით რომელსაც წარმატების მიღწევა შეუძლია. ფორცა მილან !!! ფორცა იუვე!!! მერდაა ინტერ!!!

  7. დღეს მგონია რო დაადუღებენ ზებრებს, ბერნარდესკის იმედი მაქ რო თავისებურად შეასრულებს))

    1. ჯენოას თასზე აქვს სათამაშო 3 დღეში და ჩემპიონატში აღარაფერი არ უნდა ამიტომ მთლიანად დაზოგა ძალები

  8. აუ საღოლ ტო ორსოლინი დავითრიეთ რას უბერავს ნახეთ რა ვიდეოებიდან გავიცანი და ეტყობა რი დიდი ნიჭი აქვს

  9. დაბალა,პიანიჩი,რუგანი,კვადრადო,ორსოლინი,კალდარა,კომანი(27მილიონი)პოგბა(105)და ბევრი კიდევ ალბათ გამომრჩა,მაროტა სუპერ მენეჯერია

  10. დავადებთ ამჯერადაც))) ისე ვინც ტოტალიზატორისთვის უნდა 2.5-ზე მეტი იუვეს ბარათები 2.40 ქონდა კუში და დავდე :c:

  11. ამ სასტავით გავა იუვე
    ჯიჯი
    ბარძალი-ბონუჩი კიელინი
    კვადრატა-ცხენდო-მარკეზე-პიანიჩი-სანდრო (ასსამოა)
    დიბალა-იგუ

  12. დღეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ რატა კიდევ უფრო გავიმყაროთ ადგილი სერია ა-ში

    —————————–ბუფონი—————————

    რუგანი————-ბარძალი———–ბონუჩი————სანდრო

    ———-ხედრირა———–რინკონი———-მარკიზიო———

    —————————-პიანიჩი—————————-

    —————დიბალა——————-იგუაინი—————

    სათადარიგო
    მეკარეები: ნეტო, აუდერო
    მცველები: კიელინი, ასამოა
    ნახევარ მცველები: კვადრადო, სტურარო, ჰერნანეში
    თავდამსხმელები: პიაცა, მანძუკიჩი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.