ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსმა ლოგო შეცვალა

ტურინული გრანდი ახალი ბრენდირებით…

ტურინის იუვენტუსი ამიერიდან ახალი კორპორატიული ლოგოთი იქნება წარმოდგენილი. ძველი სიმბოლო ასო J-მ შეცვალა, რომელიც შავ ფონზე ორიგინალურად არის გამოსახული თეთრი ინიციალით.

ტურინელებმა დღეს ლოგოს ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყვეს და საბოლოო ვარიანტი Twitter-ის გვერდზეც გამოაქვეყნეს. პრეზენტაცია გუნდის ხელმძღვანელობა და მფლობელების დიდი ნაწილიც დაესწრო.

20 thoughts on “იუვენტუსმა ლოგო შეცვალა

  1. ნახევარი სამყარო იუვენტუსის ახალ ლოგოზე მსჯელობს )) მარკენტიგული თვალსაზრისით ეს ვეებერთელა რეკლამაა. იუვე ახალ ბაზრებზე აქტიურად შედის- ჩინეთი, დანარჩენი აზია, სამხრეთ ამერიკა, აფრიკა. ახალი ლოგო ბრენდის ცნობადობას გაზრდის. ბოლო წლებში გულშემატკივართა რაოდენობა 50 მილიონზე მეტად გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს კი მეტ შემოსავლებს ნიშნავს, მეტი შემოსავლები კი გაზრდილ ხელფასებს და კარგ ტრანსფერებს, რასაც თავისთავად უკეთეს შედეგებამდე მივყავართ. იუვეს ყველაზე მზარდი ტემპი აქვს ევროპაში – 20-25% და ყოველწლიურად უახლოვდება ტოპ კლუბების ( შემოსავლებით ) მაჩვენებლებს.
    ხშირად საყვედურობენ ხელფასების გამო ფეხბურთელები არ გვიჩერდებიანო და უნდა გვესმოდეს საიდან მოდის უკეთესი ხელფასები. შარშანდელი მონაცემებით იუვემ 200 მილიონი დახარჯა ხელფასებზე, ბავარიამ 240. წელს ეს სხვაობა კიდევ უფრო შემცირდება და მალე ამ მხრივაც კონკურენტუნარიანები ვიქნებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გუნდს მოვთხოვოთ ევროპაში დომინანტ პოზიციაზე გასვლა და უეჭველი )) ლიგის მოგება. ღათქმა უნდა ქომაგები მაქსიმალისტები ვართ და ყველაფერი ახლა გვინდა, მაგრამ ყველაფერს თავისი ლოგიკური კანონზომიერება აქვს და ჩვენი ვალდებულებაა მხარი დავუჭიროთ კლუბის გაძლიერების პოლიტიკას!
    :forza:

    1. ყველაფერში ზედმიწევნით გეთანხმები, ჩემი სათქმელი თქვი იუვე ყველა უკმაყოფილო გულშემატკივრის მიმართ, ყველაფერი იქნება ! :juvee:

  2. მეგობრები, ეს არის კორპორატიული ლოგო, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად ბრენდის (არამარტო კლუბის) ცნობადობას. მაისურზე დატანილი ემბლემა სხვა რამეა. ეგ შეიძლება ხშირად ცვალო, მაგრამ ბრენდის ლოგო უნდა იყოს უცვლელი, მარტივი და ცნობადი. ეს მარკეტინგია და ფეხბურთთან ცოტა საერთო აქვს. ასე რომ ტყუილა ნერვიულობთ.

  3. ხო ძმებო ისე ახლა დავაკვირდი კარგად და ძველი ლოგო ბევრად ჯობია მართლა რას გვეკაიფებიან კარგი რა

  4. მოიცა და ამ ლოგომ უნდა შეცვალოს ახლა რომელიც გვაქვს მაისურზე????
    ესენი ღადაობენ თუ მოწიე რამე?

  5. გუშინ რა ჯახი ყოფილა ტიტანებს შორის)) ერთი დონის გუნდები რომ უპირისპირდებიან ერთმანეთს მაშინ ყველაზე ლამაზი ფეხბურთს აჩვენებენ გუნდები! ყოჩაღ მილან და ტორინო!!! :mrgreen:
    პ.ს ახალი ლოგო ქაია :yes: :up:

  6. კაი რა იმენა ამაზენია რა მოგწონთ ეხლა ამაში ვერ ვხდები რა ლოგო შეცვალეს :@@:@:@:@:@:@:@:@:@

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.