ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინი : “შეცდომები უნდა გამოვასწოროთ”

გონსალო იგუაინმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა…

იუვენტუსის თავდამსხმელის გონსალო იგუაინის აზრით, ბიანკონერებმა ფლორენციაში მარცხის შემდეგ, შეცდომების დაშვება უნდა შეწყვიტონ.

29 წლის ფორვარდმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო.

“ბოლო 6 თვე გუნდში ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჩვენ უნდა შევძლოთ და გასვლით შეხვედრებში თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ზუსტად ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც სახლში. უპირატესობის გაზრდა 4 ქულამდე შეგვიძლია. ამ მომენტიდან შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს..

იუვეს უფლება აღარ აქვს ასეთი შეხვედრები ჩაატაროს. პირველ ტაიმში მატჩთან დამოკიდებულება იყო საშინელი. მეორე ნახევარში ვიბრძოლეთ, თუმცა დაბრუნება ვეღარ შევძელით. ამ მარცხმა ჩვენი გრძნობები გაამძაფრა..

როდესაც გუნდები ჩვენს წინააღმდეგ აგრესიულად თამაშობენ, ჩვენ რთულ სიტუაციაში ვარდებით. ამ დროს საპასუხო პრესინგია საჭირო..

არ ვფიქრობ, რომ ტაქტიკური განლაგება ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშნველოვანია. გუნდს ყოველთვის შეუძლია დადებითი შედეგის ჩვენება. ეს მენტალიტეტის საკითხია. კარგია, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული..

36 გოლის გატანა და შარშანდელი შედეგის გამეორება გამიჭირდება, თუმცა მთავარი ტიტულებია. ციფრებს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. საბედნიეროდ იუვენტუსში ბევრი მოთამაშეა, ვისაც გოლების გატანა შეუძლია..

მესისთან და რონალდოსთან თამაში? უძლიერესების გვერდზე დგომა ზრდაში გეხმარება. ხშირად მიწევს მესის ყურება. მე მათ დიდ პატივს ვცემ..

მარადონას განცხადება და ატმოსფერო ნეაპოლში? მოკითხვა ჩემგან დიეგოს. ატმოსფერო ისეთი იქნება, როგორიც მათ სურთ, მაგრამ ეს მე ვერაფერს დამაკლებს. ახლა მხოლოდ იუვეს წარმატებაზე ვარ ორიენტირებული და მსურს, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო.”

(: 381 )
0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest


:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იკლებენ ამ ტიპს ბარსას საიტზე ზან მაგარი ტიპია რას ერციან ბევრი გაკვს არგენტინის მაისურიტაც კმენენ კლ.ზე სირებ,,,, :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x