იუვე კოლასინაჩს შეუთანხმდა
ახლა ჯერი გერმანულ კლუბზეა…
იუვენტუსმა სეად კოლასინაჩის ტურინში გადასაბირებლად პირველი ნაბიჯები განახორციელა.
გუშინ დილით შალკე 04-ის 23 წლის ბოსნიელ მცველთან კონტაქი შედგა. ფაბიო პატარიჩი და ბეპე მაროტა მას პატის ევრას შემცვლელად განიხილავენ.
მირალემ პიანიჩის თანამემამულის სანაცვლოდ ტურინული გრანდი 2 მილიონს იხდის, რომელიც სხვადასხვა ბონუსების დამატებით 4-5 მილიონს გაუტოლდება.
იტალიური მედიის თანახმად მაროტამ კოლასინაჩის აგენტთან პირადი კონტრაქტის დეტალები მოაგვარა და ახლა მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმება დარჩა.
აღსანიშნავია, რომ მოთამაშეს გერმანულ კლუბთან ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება და თუ შალკემ იანვარში არ გაყიდა, მაშინ ბოსნიელი ტურინელებს ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.