ორსოლინის აგენტმა ტრანსფერი დაადასტურა
იტალიელი ტალანტი ტურინს ხუთშაბათს ეწვევა…
რიკარდო ორსოლინის აგენტმა დონატო დი კამპლიმ Premium Sport-თან საუბარში ტურინის იუვენტუსთან მიღწეული შეთანხმება დაადასტურა.
ბიანკონერიმ ასკოლის ნიჭიერი ნახევარმცველის გაფორმება მოახერხა. ორსოლინი სეზონის დარჩენილ ნაწილს სერია B-ში გაატარებს და შემდეგ შეუერთდება ტურინელებს.
“დიახ, იუვენტუსთან შეთანხმება მიღწეულია. ორსოლინი ხუთშაბათს კლინიკას ეწვევა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ის ასკოლის შემადგენლობაში სეზონის ბოლომდე დარჩება და შემდეგ ჩემპიონებს შეუერთდება.”
(: 402 )
aba shen ici martla talantia