7 რამ, რაც გუნდში კარგად მუშაობს
დაძაბულობის, ნერვიულობის და პრობლემების ფონზე tuttosport ჩვენი ყურადღების გამახვილება პოზიტიურ თემებზე ცდილობს…
ფლორენციის ფიორენტინასთან მარცხის შემდეგ გუნდს საკმაოდ დიდი კრიტიკა დაატყდა თავს. იუვენტუსს აკრიტიკებს ყველა, თუმცა ბევრს ავიწყდება ის პოზიტიური ფაქტები, რომელიც მიმდინარე სეზონში ფიქსირდება:
1. პირველი ადგილი ჩემპიონატში. ეს შემთხვევითობა სულაც არაა. 20 ტურის შემდეგ, გუნდს 45 ქულა აქვს(6 ქულით მეტი, ვიდრე გასულ სეზონში). უახლოეს მდევარს ზუსტად იმდენი ქულით უსწრებს, რამდენითაც შარშან ამ დროს. საუკეთესო შეტევა(40 გატანილი გოლი, ბოლოს ასეთი ფაქტი 33 წლის წინ დაფიქსირდა). ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი პირველი ადგილით და მეტოქე პორტუ, რომელიც ბაიერნის ვარიანტს ნამდვილად სჯობს. იტალიის თასის მეოთხედფინალი და მოახლოებული დაპირისპირება მილანთან.
2. უკანასკნელი 2 თვის შემდეგ, კვლავ იმატებს პაულო დიბალას შედეგიანობა. არგენტინელი გუნდის ლიდერის სტატუსით ბრუნდება. ასევე ჯვარედინი მყესების ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებული კლაუდიო მარკიზიო.
3. 2016 წელს იუვენტუსმა ყველა საშინაო შეხვედრა მოიგო.
4. დიბალა, პიანიჩი, იგუაინის ტრიო დაუმარცხებელი და მრისხანეა. როდესაც ისინი მოედანზე ერთად არიან, იუვენტუსი პრაქტიკულად შეუჩერებელია.
5. გამარჯვება რომასთან და ნაპოლისთან, გუნდებთან რომლებიც სკუდეტოსთვის უშუალო კონკურენტები არიან.
6. უდიდესი რეზერვი, რომელიც შესაძლოა სეზონის ფინიშის დროს გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგეს. დაცვის ხაზის ალტერნატივა – რუგანი, ბენატია. ამით ყველაფერი ნათქვამია.
7.იუვენტუსმა უკვე აჩვენა, რომ მარცხის შემდეგ იდეალური რეაგირება შეუძლია მოახდინოს. გუნდი სულ უფრო და უფრო გამოცდილი ხდება.
გაიხარე ავტორ
იუვე სახლში არ აგებს და ესე მგონი რო პორტოს გადაუვლის რო ყველას დაუმტკიცოს რა დონეზე დგას იუვე. კიდე ერტს ვიტყვი დღეს საქართველოს ნაკრების ვარჯიშსუყურე ტიპები ისეტი მოტივირებულები არიან რა ვიი ტო არ იცინიან ერთმანეთს არ ელაპარაებბოდნენ მარტო ტავის საქმეს აკეტებდნენ და ვარჯიშობდნენ. ამატმა ნახეთ თუ არ დაიხიონ სპარინგ პარტნიორები. და ნუ ღელავტ ბრატცი ლაციოს დაიხევენ და პორტოს პირველივე ტამაში დაუმტავრებენ. მაგაზე ტავს დავდებ ორივე ტამაშზე უყურეთ ლაციოს რა უქნან. გენაცვალეთ ყველა იუვენტინოს გაფასებტ მაგრა თქვენ ღმერთმა მრავალ ახალ წელს დაგასწროთ
ყველაზე მთავარი რაცაა გუნდი სახლში ძაან მაგრად თამაშობს თუმცა გასვლაზეც უნდა მოუმატოს რადგანთუ ფიორენტინასთან,მილანთან და ინტერთან(ჯენოაზე აღარც არის ლაპარაკი) უშანსოდ დავმარცხდით პორტოსთანაც იგივე დაგვემართება უფრო მსხვილი კალიბრის გუნდებზე რო აღარ ვილაპარაკოთ.ჯგუფურ ეტაპზეც გამოჩნდა ჩვენი სისუსტე გასვლებზე,ლიონთან გაგვიმართლა,სევილიასთან მაინც მგონია მსაჯის ფაქტორიდან გამომდინარე მოვიგეთ და დინამო ზაგრები ნაღდათ არ ითვლება ამიტომ გასვლაზე აუცილებლად სამუშაოა
juventusia da magitom itxovs yvela mxolod mogebas
Es statia mgoni aqauri tipozeriistvisaaa
