კასერესი კვლავ პრობლემებშია
ურუგვაელი თურქეთის ჩემპიონატშიც დაიწუნეს…
როგორც გუშინ გამცნობდით, მარტინ კასერესის პრობლემები დასასრულს უახლოვდებოდა. ის პრაქტიკულად ტრაბზონსპორის ფეხბურთელი იყო და 6 თვიანი უქმობის შემდეგ დიდ ფეხბურთსაც უბრუნდებოდა, თუმცა ურუგვაელმა თურქულ კლუბში სამედიცინო შემოწმების გავლა ვერ მოახერხა.
ტრაბზონსპორის პრეზიდენტმა კონტრაქტის გაფორმების ოპერაცია სასწრაფო წესით შეაჩერა და შესაბამისად მარტინი კვლავ უკლუბოდ დარჩა.
29 წლის ურუგვაელი ვერა და ვერ ახერხებ ფიზიკური კონდიციების აღდგენას. ბოლოს მან ფეხბურთი 20 თებერვალს ითამაშა.
არადა რა უნდა თურქეთში შემოწმების გავლას?! 20 ევროიანი უნდა ჩაეკუჭა ექიმისთვის :)
ვიღაცა მაინც აიყვანას
როგორ დავიჯერო, რომ რომელიმე იტალიურ საშუალო დონის გუნდს არ უნდა?
მაგალითად მილანს ან ინტერს

სახლში წადი მარტინ და ბაშვები აღზარდე…
codoa gipi
არა და კარგი ზამენა იყო:)) კი დაგვღუაპა ერთი-ორჯერ მარა მაინც