ემრე ჯანი შესაძლოა ტურინში აღმოჩნდეს
თურქი-გერმანელის იტალიური სატრანსფერო საგა…
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლივერპულის ნახევარმცველმა ემრე ჯანმა შესაძლოა კარიერა ტურინის იუვენტუსში გააგრძელოს.
იტალიური კლუბი ფეხბურთელით დაინტერესებას არ მალავს. ისინი თურქის გაფორმებას ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ცდილობდნენ.
იუვენტუსმა ლივერპულში სკაუტები გააგზავნა, რათა გერმანიის ნაკრების წევრს უახლოეს შეხვედრებში დეტალურად დააკვირდნენ.
23 წლის ჯანი მერსისაიდულ კლუბში 2014 წელს ლევერკუზენის ბაიერიდან გადავიდა. მან ინგლისურ გუნდში 110 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გატანა და 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
transfermarkt-ის გამოთვლებით, ნახევარმცველის სატრასნფერო ღირებულება დაახლოებით 18 მილიონი ევროა.
ცჰანებს და ზონზებს თავი გაანებონ და ისეთ მოთამაშეებზე გამახვილონ ყურადღება როგორებიც არიან კროოსი, ერიკსენი, კოუტინიო, ხამეს როდრიგესი, დელე ალი ამათ გან ნებისმიერი 2 მოთამაშე მოიყვანონ და ნახევარ დაცვა დალაგდება.