ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “იუვენტუსი კრიტიკას მიჩვეულია”

“ლაციოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“კლაუდიო მარკიზიოს კუნთის პრობლემები აქვს და ხვალ დაისვენებს, იგი გუნდს ოთხშაბათს დაუბრუნდება.ხვალ კალჩოში ჩემს მესამასე შეხვედრას ჩავატარებ და ძალიან მინდა, გამარჯვება მოვიპოვო.დაცვაში ოთხი მცველით ვიასპარეზებთ, ალექს სანდრო დისკვალიფიცირებულია, დანი ალვეში კი დაბრუნდა, მაგრამ იდეალურ ფორმაში ჯერ არაა.პატრის ევრას საკითხი მალე გადაწყდება, მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.”

“უკანახაზში ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი და ასამოა იასპარეზებენ, ნახევარდაცვაში ჯერ რამდენიმე საკითხი უნდა გადავწყვიტო.მცველების წინ შესაძლოა ერნანეშმა ითამაშოს, პიანიჩს ტრეკუარტისტად განვიხილავ.აფრიკის თასიდან ტრავმის გამო მარიო ლემინა დაბრუნდა, ჩვენი ექიმები მას აკვირდებიან და მალე გვეცოდინება, როდის შეეძლება მინდორზე დაბრუნება.ამ სეზონში ოთხი მცველით ხშირად ვთამაშობთ, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ახალწვეულები მაინცდამაინც კარგად ვერ ერკვევიან 3-5-2 სქემაში.ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი დონის თამაში ვაჩვენოთ და როგორც შიდა, ისე ევროასპარეზზე წარმატებით ვიასპარეზოთ.”

“ბევრჯერ ვთქვით, რომ სკუდეტოს ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა, თუ ვინმე ფიქრობს, ამ ეტაპზე რაიმე გარკვეულია, აუცილებლად ექიმს უნდა ეწვიოს.რომა და ნაპოლი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და იოლად არაფერს დათმობენ, ინტერიც ნელ-ნელა უმატებს და დარწმუნებული ვარ, პირველი სამეულისთვის იბრძოლებს.კრიტიკას მიჩვეული ვართ, როცა პირველადგილოსან გუნდს ფეხი უცდება, ჟურნალისტები იმ წამსვე იწყებენ კრიზისზე საუბარს, თუმცა რეალურად ასე არაა.ამ სეზონში ოთხი მატჩი წავაგეთ, თუმცა ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, გენუაში მოტივაციის პრობლემა შეგვექმნა, ცუდად დავიწყეთ და 25 წუთში სამი გოლი გავუშვით.”

“სიმონე ინძაგი ? – მას შემიძლია, შესანიშნავი სეზონი მივულოცო, ლაციალე კარგ ფეხბურთს თამაშობს და ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა.ფლორენციაში მომხდარ ინციდენტს რაც შეეხება, ძალიან გავბრაზდი ბოლო წუთებზე და სწორედ ამიტომ მქონდა ხმამაღალი საუბარი მეოთხე მსაჯთან, აქამდე ასეთი რამ არასდროს მომსვლია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

შეგიძლია ოთახში ან სადმე მარტო რომ იქნები იღრიალო და იყვირო რამდენიც გინდა :lool:

გუნდს კარგი ფეხბურთი ათამაშე რაც მთავარია

bususa44
bususa44
7 years ago

aba lomebo xvalistvis unda daiqoqot :juvee: :forza:

რომა
რომა
7 years ago

აბა რეალის ფანებივით მოიგებენ 6-1 ჰალაა მადრიდ, წააგებენ ბარსასთან 5-0 ჰალა მადრიდ ჯანსაღი კრიტიკა იმას მიუთითებს რო იუვეს ჩამოყალიბებული ფანები ყავს ვიდრე ლაწირაკი ბავშვები რო არიან და ორი ადამიანი იციან ფეხბურთში მარტო სახელს და გვარებს არ დავასახელებ :D , რო გვიყვარს ეს გუნდი მიტო ვაკრიტიკებთ :juvee:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  რომა

:up: ………

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Forzjuveze memgonia rom saertod jves baleshikebi ki ara kritikosebi arian.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Kritika forzajuveze roa eg unda naxo shen :lool:

forza bianconeri
7 years ago

:yes:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x