ბონუჩი : “შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს”
იტალიელი მცველი გუნდის სიტუაციაზე საუბრობს…
ტურინის იუვენტუსის მცველი ლეონარდო ბონუჩი თვლის, რომ გუნდს შეცდომების უფლება აღარ აქვს და საუკეთესოობის დამტკიცების დროა.
“ლაციო ინძაგის ხელში საკმაოდ გაიზარდა. მათ იციან როგორ უნდა ითამაშონ. ვთვლი, რომ ლაციალე რთული მეტოქეა, რადგან მათ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, ვისაც ნებისმიერი მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ..
ლაციოს საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ 11-ივე მოთამაშე აბსოლიტური მონდომებით და ჟინით გამოდის მოედანზე..
ჩვენი მხრიდან კი კონტრშეტევებზე კარგი თამაშია საჭირო. იუვენტუსს 2 ზედიზედ ცუდი შეხვედრის ჩატარების უფლება არ აქვს. ფლორენციური მატჩი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს..
დრო დადგა, რომ იუვენტუსმა დაამტკიცოს ვინ არის საუკეთესო.”
midit lomebo
თამაშის მერე კომენტარები იქნება და გააშინაარსებენ დაშვებულ შეცდომებს, რასაც ისეც ვხედავთ!
ბაქიბუქს გირჩევნია საქმეს მიხედო
