ჯოვანი ანიელის გარდაცვალებიდან 14 წელი…
ტურინული შავი დღე თეთრის გარეშე…
ჯოვანი “ადვოკატ” ანიელი 14 წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა მისი სული ჯერ კიდევ თითოეული ბიანკონერის გულში ანათებს.
კლუბის პრეზიდენტის რანგში მან 6 წელი დაჰყო 1947-1953 წლებში. ადვოკატი ბებერი ქალბატონის დიდი გულშემატკივარი გახლდათ, რომლის ტრიბუნებზე ხილვა ყოველთვის შეგეძლოთ.
ფეხბურთი მის გულში იყო და ის ყოველთვის დარჩება მათ გულებში, ვინც იუვენტუსს გულშემატკივრობს.
“იგებს საუკეთესო, ან იგებს იუვენტუსი. მე გამიმართლა, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს ემთხვევა.” – ჯანი ანიელი.
ყველაზე დიდი იუვენტინო!
