დიბალა კონტრაქტს მიმდინარე კვირას გაახანგრძლივებს

არგენტინელის ხელშეკრულება სულ მალე გახანგრძლივდება…
ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელის პაულო დიბალას კონტრაქტის გახანგრძლივება მიმდინარე კვირას არის ჩანიშნული. ახალი ხელშეკრულება 2021 წლამდე იქნება გათვლილი და მასში არანაირი გამოსასყიდი თანხის პუნქტი არ ჩაიდება.
არგენტინელის ხელფასი 7 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამას დაემატება გუნდის მიერ წარმატებული თამაშის ბონუსები და ინდივიდუალური სტატისტიკის დანამატები.
ცნობილია, რომ ოფიციალური ცერემონია ხუთშაბათს ან პარასკევს გაიმართება და დიბალას კვირას, სასუოლოსთან გასამართ მატჩს, ახალი კონტრაქტით შეხვდება.
ABA Ra igu Tu igebs amasac ekutvnis
მაგარია ძაან
7 მილიონი – გადაწყვეტილია უკვე?