ფაბრეგასმა ლონდონში მოიწყინა

ესპანელი ნახევარმცველი იტალიური გრანდების სამიზნეა…
სესკ ფაბრეგასი ლონდონის ჩელსიში ბედნიერი არაა და კლუბის დატოვებას გეგმავს. მას სამი იტალიური ვარიანტი აქვს: მილანი,იუვენტუსი და ინტერი. აპენინური გრანდები ესპანელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.
ამის შესახებ მან ესპანურ სპორტულ გამომცემლობა Fichajes-თან ისაუბრა.
“ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და როდესაც არ ვთამაშობ, მე მოწყენილი ვარ, რადგან გასართობი მაკლია. მიუხედავად გუნდის წარმატებული შედეგებისა, მე თამაში მსურს..
როდესაც მოედანზე ვარ, ვცდილობ მაქსიმუმი დავდო და თავი გამოვიჩინო. მე ბევრს ვმუშაობ, რათა მწვრთნელს დავუმტკიცო, რომ სათამაშო დროს ვიმსახურებ.”
მარკიზიო ვაფშე სხვა სტილია და მე პირადად ბევრად მირჩევნია იმ საქმის კეთებაში რაც მარკიზიოს ევალება. პრინცი კლასნია