ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “მე აქ რევანშზე სასაუბროდ არ მოვსულვარ”

მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს კონფერენცია…

ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მილანთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან წარსდგა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

“ზოგიერთ მოთამაშეს შევცვლი, რადგან ჩვენ საკმაოდ ინტენსიური გრაფიკი გვაქვს, ასევე კვირას ფიზიკურად საკმაოდ რთული შეხვედრა გველის..

ყველა ჯანმრთელია, ასე რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება. მარკიზიო არ ითამაშებს, რადგამ მან გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და განცალკევებით ემზადება. მას მერე რაც კლაუდიო დაბრუნდა, მისი ფიზიკური მდგომარეობა უფრო და უფრო უმჯობესდება, თუმცა მის კუნთებს ჯერ კიდევ სჭირდება რეაბილიტაცია..

რაც შეეხება პიაცას, მისთვის პირველივე წუთებიდან შეხვედრის დაწყება რთული იქნება. ის ახალგაზრდაა, რომელსაც წინ დიდი მომავალი ელის, ასე რომ შანსს აუცილებლად მიიღებს. მას ყოველთვის შეუძლია მეტოქისთვის ხიფათის შექმნა..

დაცვა? კიელინის მდგომარეობას უნდა შევხედოთ. ბონუჩი მოედანზე იქნება, რადგან მას 2 თვიანი უქმობის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება. ლიხშტაინერის მდგომარეობა კი უნდა შევაფასო, რადგან შეხვედრა 120 წუთი გრძელდება და მე იდელურ ფიზიკურ მდომარეობაში მყოფი მოთამაშეები მჭირდება..

ბუფონის და ტალიავენტოს გარშემო მიმდინარე საუბრები? ეს სისულელეა. იტალიაში ხალხი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას იმას, რაც მოედანზე ხდება. არავინ საუბრობს დიბალას შესაძლებლობებზე, არავინ ამახვილებს ყურადღებას იგუაინის საგოლე ალღოზე, ანდაც ინსინიეს 40 იარდიდან გატანილ გოლზე. ჩვენ არასდროს არ ვართ კონცენტრირებული იმაზე, რომ ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღოდ. ამის მაგივრად ხალხი დროს კარგავს ასეთი სისულეების განხილვაზე..

რევანში მილანთან? მე აქ რევანშზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. მე აქ მოვედი, რათა შეხვედრის მნიშვნელობაზე მესაუბრა..

ჩემპიონატი გრძელია და იგებს უძლიერესი. თუ ჩვენ ძლიერები ვართ, მაშინ სეზონს პირველ ადგილზე დავასრულებს. ერთჯერადი ეპიზოდები ჩემპიონატის ბედს არ წყვეტს, ყველაფერი გუნდზე და გუნდურ შედეგებზეა დამოკიდებული.”

17 thoughts on “ალეგრი: “მე აქ რევანშზე სასაუბროდ არ მოვსულვარ”

  1. რამდენი თამაში უნდა მოუგოს ჯუვემ მილანს რო რევანში აუღოს მარტლა ვინ მოსთვლის :დ

      1. ბოლო 3 წელში 9-ჯერ მოიგო იუვემ და 3-ჯერ მილანმა, ანუ აქმდე 9-1 -ზე იყო და ვისა აქვს რევანშზე სალაპარაკო, საკითხავია :lool:

  2. ალეგრი ლაციოსთან რო იყო იუვე ისე დამანახე დღეს მილანთან და კიდე უფრო მაგრა ათამაჰებული დღეს მილანს მარტო ძირითადჰი უნდა მოუგო თორე მერე პროსტა დავიჯერებ ჰენ ყოფილ გუნდთან მოგება არ გინდა

  3. ისე, ცხენდომ რომ დაწერა, დღეს მივხვდი რას ნიშნავს კიელოს წინააღმდეგ თამაშიო, ვწუხვარ ჩვენი მეტოქე გუნდის თავდასხმელების გამოოო :chuvak:

  4. ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღოთო. კი ბატონო ჩვენც ეგ არ გვინდა, ლაციოსთან კი მივიღეთ სიამოვნება, მარა მესამედ თუ წააგებ მილანთან ნაღდად ვერ მივიღებთ სიამოვნებას და ბევრიც შეგაგიგენბს.

    ასე რომ ბაევოი სასტავი დააყენე და არ შეგვარცხვინო რაიონული მასშტაბით :lool:

    :forza: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.