ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლემინამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

გაბონელს ტრავმა დაუდგინდა…

ტურინის იუვენტუსის ოფიციალური საიტი გაუწყებს, რომ მარიო ლემინამ სამედიცინო შემოწმება გაიარა. გაბონელს ზურგის ტრავმა დაუდგინდა, რომელიც ნახევარმცველმა აფრიკის თასზე მიიღო.

იტალიის თასის 1/4 ფინალში, მილანის წინააღმდეგ, ლემინას ასპარეზობა გამორიცხულია.

მოთამაშე უახლოესი დღეების განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. სამედიცინო შტაბი ხერხემლის ბზარებსაც არ გამორიცხავს. რამდენ ხანს იუქმებს გაბონელი ჯერჯერობით ცნობილი არაა.

5 thoughts on “ლემინამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

  1. ამ აფრიკის თასმა ჯერ იყო და ასამოა დაღუპა ეხლა ლემინა ფეხბურთს თამაშობენ თუ რას აკეთებენ ამისთანას???

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.