იუვენტუსი და ბაიერნი ბენატიას შენარჩუნებას არ გეგმავენ
მაროკოელს ახალი თავგადასავლის ძიება მოუწევს…
ტურინის იუვენტუსის მცველს მეჰდი ბენატიას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.
Kicker-ის ცნობით, 29 წლის მაროკოელი ბაიერნის გეგმებში არ შედის, რომელიც მოთამაშეზე უფლებებს ფლობს. ის იუვენტუსში არენდის წესით ასპარეზობს, თუმცა თავის მხრივ არც ტურინელებს სურთ მცველის გამოსყიდვა.
ბენატიას ბაიერნთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ის მიუნხენურ კლუბში 2014 წელს იტალიური რომადან გადავიდა.