ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მონტელა: “წითელი ბარათი? აქედან სულ სხვანაირად ჩანდა”

მილანის თავკაცმა შეხვედრა შეაფასა…

იტალიის თასის 1/4 ფინალში, ტურინის იუვენტუსთან (1-2) მარცხის შემდეგ, მილანის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

“მეტოქემ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. მათ 2 საგოლე შანსი საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე გამოიყენეს. პირველ ტაიმში საკმაოდ ნელა ვმოქმედებდით. ბურთს ვფლობდით, თუმცა იუვენტუსი ზონებს კარგად კეტავდა და მანვრირების საშუალებას არ გვაძლევდა..

ლოკატელის გაძევება? სათადარიგოთა სკამიდან ისე ჩანდა, თითქოს მან ბურთზე ითამაშა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის მხოლოდ 18 წლისაა და ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება.”

8 thoughts on “მონტელა: “წითელი ბარათი? აქედან სულ სხვანაირად ჩანდა”

  1. წელს მოდი ნუ ექნენა მილანს მესამე ადგილის იმედი, რომას და ნაპოლის დონეზე ჯერ კიდე არაა. კი მირჩევნია რომას გასვლას მილანი გავიდეს ლიგაზე მაგრამ წელს ეგ ნაკლებად სავარაუდოა. ინტერიც მილანზე ზემოთ დაასრულებს ჩემპიონატს. 5-6 ადგილი და ევროპა ლიგა ჯობია ამოიღონ მიზანში და გაყვნენ მყარად. გაისად კიდე თუ გაძლიერდებიან ეგ უკვე სხვა თემა იქნება…

  2. ატრაკებ ვინჩენცოჯან, საიდან უნდა გამოჩენილიყო ახლა ეგ სხვანაირად, კინაღამ ფეხი მოტეხა კაცს.

  3. ეეჰ არ გაგიმართლა ლომო, არაუშავს პირველ ტაიმშიც რო ისე ათამაშო გუნდი როგორც მეორე ტაიმში გამოგყავს 3-ულში კი გავალტ უპრობლემოდ :დ

  4. შენ პიანიჩის გატანილი ჯარიმაც სხვაგვარად დაინახე, მილანში რომ გაგირჭოთ იმას ვგულისხმობ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.