ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “დიბალას გასვლის შემდეგ თამაში შევწყვიტეთ”


Mad Max-ის შეფასება…

იტალიის თასის 1/4 ფინალში მილანთან(2-1) გამარჯვების შემდეგ, ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შეხვედრა შეაფასა.

“შეგვეძლო ყველაფერი პირველ ტაიმში დაგვემთავრებინა, თუმცა მილანი არის გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება. ჩვენ ეს ვიცოდით, რადგან წელს ეს უკვე გამოვცადეთ..

ანგარიშის მიუხედავად თამაში უნდა გავაგრძელოთ. დიბალას გასვლის შემდეგ, თითქოს თამაში შევწყვიტეთ, თუმცა ბიჭებს გამარჯვება უნდა მივულოცო..

ახალი სქემა? ვნახოთ შემდეგი რამდენიმე დღე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ კარგი იარაღი გვაქვს, თუმცა ბურთთან უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ..

2-1-ის შემდეგ შეხვედრა ფსიქოლოგიურად შეიცვალა. მათ რწმენა და დეულოფეუ შეემატათ, თუმცა საქმე ბოლომდე მივიყვანეთ..

ევრას გამო ვწუხვარ. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლდათ. ის ამას ბოლო დღემდე ამტკიცებდა. ახალგაზრდებმა მისგან ბევრი რამ ისწავლეს.”

19 thoughts on “ალეგრი: “დიბალას გასვლის შემდეგ თამაში შევწყვიტეთ”

  1. ალეგრი არ ხარ სუპერი ტრენერი ხარ მაგარი ძალიან ტრენერი და მაგარი ტაქტიკის ცოდნა და თუ ამას ისე გააკეთებ როგორც ლაციოსთან და მილანთან ყველა თამაჰსჰი მაჰინ არა სუპერი ტრენერი იქნები მსოფლიოჰიც პირველი იქნები ასე გააგრძელე ჰემტევი და ჰედეგი და პლიუს თუ ჰეიძლება ცოტა ლამაზი ფეხბურთი ჰეტევა და მარტო ჰეტევა წარმატებები

  2. ამ სქემაში ხედირა რომ გაცილებით კარგად ათამაშდა მარტო მე მეჩვენება თუ ხართ კიდევ ვინმე? :))

  3. ზაფხულის ტრანსფერების დროს ანიელიმ უნდა გამოყოს 100-120 ლიმონი გუნდიდან უნდა გაუშვან
    ნეტო, ლიხშტაინერი, ალვეში, ჰერნანეში, ლემინა, სტურარო, დე ჩელიე ამათ + ბენატია და რინკონი უკან დააბრუნონ ამათგან დაახლოებით აიღებენ 40-45 ლიმონს გამოიმუშავებენ
    გამოისყიდონ კვადრადო 22 ლიმონად როგორც მახსოვს
    ანუ ჯამში გუნდს ტრანსფერებისთვის დაახლოებით 140-150 ლიმონი უგროვდება ამ თანხად კი ეს ხალხი მოიყვანონ
    მეკარეები: პერინი – 15-20 ლიმონი
    მცველები: ბელერინი – 40, დე შილიო – 15
    ნახევარ მცველები: კროოსი – 60, ბერნადესკი ან კიეზა – 20
    პრიმავერადან დააწინაურონ კასტანოსი, მაცეკი, ლიროლა და კინი

    მეკარეები: ბუფონი, პერინი, აუდერო
    მცველები: კიელინი, ბონუჩი, ბარძალი, სანდრო, რუგანი, ასამოა, ბელერინი, დე შილიო, ლიროლა
    ნახევარ მცველები: მარკიზიო, ხედირა, პიანიჩი, კვადრადო, კროოსი, კიეზა, კასტანოსი, მაცეკი
    თავდამსხმელები: დიბალა, იგუაინი, პიაცა, მანძუკიჩი, კინი

    ————————–ბუფონი————————-

    ბელერინი———ბონუჩი———-კიელინი———-სანდრო

    ———ხედირა———-მარკიზიო————პიანიჩი——

    ————————–კროოსი————————-

    ————-დიბალა——————-იგუაინი————

  4. მანძუკას რომ მეტი სისწრაფე ქონეს იდეალური იქნება ეს წყობა იქნებ პიაცა მოიხოდოს და მანძუკას ხასიათები გამოყვეს ძალიან მაგარი იქნება მანძუკას ადგილზე ტექნიკური სწრაფი და (მებრძოლი?) პიაცა

      1. ვიცი ჩემო კარგო სადაც თამაშობს მანძუკა და რისი გაკეთება შეუძლია, თუ კარგად წაიკითხავ მიწერია ცოტა მეტი სისწრაფე რომ ქონდეს უფრო კარგი იქნებათქო

  5. მე კიდე მგონია რომ დიდი ხანია აქვს ალეგრის ეს იდეა და როგორც იქნა ააწყო. ეგრე არ ხდება რომ თამაშის წინ უცებ გადაწყვიტოს მწვრთნელმა გუნდის გადაწყობა. ვარჯიშებზეც ტესტავდნენ სავარაუდოდ, თორე ასე უცებ ვერ გაერკვეოდენ ფეხბურთელები. ზოგადად ალეგრი სეზონის მეორე ნახევრისთვის ინახავს ხოლმე კოზირებს, ძალების დაზოგვით ათამაშებს გუნდს ახალ წლამდე და ფორმის პიკზე გაყავს ფინიშისთვის. ამ ტაქტიკასაც აქამდე არ ამჟღავნებდა, თორე ვარჯიშებზე უეჭველი გამონაცდელი ექნება. მაგიტომ ითხოვდა სეზონის დასაწყისში მე5 ფორვარდს.

    1. მართალი ხარ პესი არაა ეს როცა გინდა რომ შეცვლი სქემას სავარაუდოდ დიბალს გამოჯამრთელებისთანავე დაიწყო ამაზე გადაწყობა

  6. კარგია თასზეც რომ ახალი სქემით ათამაშა გუნდი, მიჩვევა და ცოტა დახვეწა ჭირდება. რაც მეტჯერ ითამაშებენ ფეხბურთელები ამ სქემით მით უფრო შედეგის მომტანი გახდება. ლიგისთვისაა ძალიან მაგარი, ყველა თამაში შეიძლება ამ ტაქტიკით არ ვითამაშოთ და არც იყოს საჭირო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეს ტაქტიკა გაგვაქაჩინებს… მარკიზიოც დაბრუნდება და იმედია ტრამვების გარეშე ჩაივლის თებერვლიდან სეზონის დარჩენილი ნაწილი, თუ ასე მოხდა საკმაოდ რეალური იქნება ლიგის ფინალი და იქ მერე ბოლოსდაბოლოს ალბათობით მაინც გვიწევს მოგება ზედზედ წაგებული ამდენი ფინალის მერე :დ

  7. 60 წუთი უმაგრესი თამაში იყო, მერე ტემპის დაგდება გადაწყვიტეს და კატაობა დაიწყეს, რაც ცუდად შემოუბრუნდათ და მილანი უფრო აგრესიული გახდა.

    თამაშის დაბოლოებაზე უნდა იფიქროს მაქსმა. ლაციოსთანაც ბოლო 30 წუთი გაურკვევლობაში იყვნენ, რა ეთამაშათ არ იცოდნენ თითქოს, აქაც იგივე იყო. მეტი აგრესიაა საჭირო და მეტის გატანა უნდა სცადონ და კომფორტული უპირატესობის შემდეგ შეიძლება თამაშის მოკვლაზე გადახვიდე.

    გასაგებია, რომ არა უიღბლობა, 4-0 უნდა დასრულებულიყო. ბაკამ შემთხვევით გაიტანა, ხოლო მანჯუმ 2 აშკარა გოლი გამაზა, სანდრომ კი ერთი გოლი აჩუქა მილანს )).

    ფაქტია ჯერ ექპერიმენტის დონეზეა ახალი სქემა და დასახვეწია, მაგრამ უკვე გამოიღო შედეგი თამაშის ხარისხის მხრივ, ერთი – ბოლო ნაწილია დასახვეწი და ლიგაზეც შეიძლება წარმატებით გამოიყენონ.
    :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.