ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “სტუმრად სასოულოსთან სამი ქულის მოპოვების დროა”

“სასოულოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“მარკიზიომ ტრავმა სრულად მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა, თუმცა მეეჭვება, იგი სასტარტო შემადგენლობაში ვათამაშო.კლაუდიო უმაღლესი დონის მოთამაშეა და მისთვის ახალი სისტემისთვის ალღოს აღება რთული სულაც არ იქნება, სხვა ტრავმირებულები, საბედნიეროდ, არ გვყავს.პიაცა ნელ-ნელა უმატებს, მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი მოთამაშე გახდეს.ხვალინდელ შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტი მაქვს, არ ვიცი პიაცას ვათამაშებ თუ კუადრადოს, ხედირას თუ რინკონს.მირალემ პიანიჩი ძალიან ძლიერი მოთამაშეა, მისგან ზოგჯერ დაცვასთან ახლოს ასპარეზობას ვითხოვთ, ზოგჯერ კი შეტევაში ჩართვას.”

“4-2-3-1 სქემას სპალში ხშირად ვიყენებდი, როცა ფეხბურთელები ხელს მიწყობენ, მომწონს მთლიანად შემტევი ფეხბურთის თამაში.ლაციო სწორედ ამ სათამაშო სისტემით დავამარცხეთ, ფიორენტინასთან კი შესაძლოა სწორედ არასწორად შერჩეულმა სქემამ წაგვაგებინა მატჩი.იტალიაში ყველამ იცის, რა შეუძლია სასოულოს, მათ ახალგაზრდა და მონდომებული გუნდი ჰყავთ, რომასთან მშვენივრად ითამაშეს.როცა იუვეს მწვრთნელის რანგში პირველად ვეწვიე სასოულოს სტადიონს, ფრედ ვითამაშეთ, შარშან დავმარცხდით, ახლა კი გამარჯვების დროა.ჩვენი მთავარი მიზანია სკუდეტოსა და კოპა იტალიას მოგება, ჩემპიონთა ლიგაში კი რაც შეიძლება შორს გასვლა.”

“ჯიჯის დაბადების დღე ? – ბუფონმა ასაკზე საერთოდ არ უნდა იფიქროს, იგი თავს ისე გრძნობს, როგორც ახალგაზრდა მეკარე.ვფიქრობ, მან 2018 წლის შემდეგაც არ უნდა დაასრულოს კარიერა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მომწონს ალეგრის თუკი შეუძლია შეცდომის დანახვა და ამის თქმაც… ალბათ აბსოლიტურ უმრავლესობას გულშემატკივრებისა მოსწონს შემტევი სქემა.

ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებულ განცხადებას რაც შეეხება, ეგ განცხადებები “რაც შეიძლება შორს გასვლა” არის უბრალოდ დიპლომატიური ჟესტი, თორე “ფაფის საჭმელად არ ვართ მანდ”

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Papis chama bagshi))) ra shuashia diplomatia?barsa-reali-bavaria aradiplomatiur gancxadebebs aketeben? An mag logikit serias mogebao ro idzaxis mashin mandac mase undatqvas. Papa :lool: :lool: .rac sheidzleba shors araa diplomatiuri jesti magi aris im gundebistvis visac ar sheudzliat mogeba ligis…….

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

შესაძლებელია ლიგის მოგება :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Rodis iqneba ro tqvat ligis mogebaa chveni mizanio da ara rac sheidzleba shor wasvlao ra. Xval rame ar imaimunot icodet

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ალეგრი აბა რა მხოლოდ გამარჯვება

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x