ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გლადიატორი დიბალა: განსაკუთრებული თვე

ახალ კონტრაქტს მხოლოდ გაოფიციალურება აკლია…

განსაკუთრებული თვე: იანვარი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა პაულო დიბალასთვის ჯერჯერობით კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გამოდგა. არგენტინელ ფორვარდს ეს ყველაფერი დაუფასდა და გუშინ დილით ჯუზეპე მაროტა და დიბალას აგენდი პიერპაოლო ტრიულცი ერთმანეთს ტურინში შეხვდნენ. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, განახლებული კონტრაქტი და მისი დეტალები იყო.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, რომლის დეტალებიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება, დიბალა ტურინის იუვენტუსის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება გონსალო იგუაინთან ერთად.

7 მილიონი(+ბონუსები) ახალი შავ-თეთრი ცხოვრების დასაწყებად. გლადიატორი საოცარი ფეხებით და უდიდესი ამბიციით იუვესთან ერთად ლიგის ხოლო არგენტინასთან და მესისთან ერთად მსოფლიოს დაპყრობას გემავს.

არსებობს ჭორი იმის შესახებ, რომ დიბალა ალექს დელ პიეროს 10 ნომრიან მაისურსაც მიიღებს, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი დასტურდება. ვნახოთ, გახდება თუ არა ახალი დელ პიერო არგენტინელი ჯადოქარი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ვინ და მარკიზიო

მაქს
მაქს
7 years ago

მახსოვს ბებერმა პინტურიჩიომ, რომ თქვა, პოგბა არ იმსაურებს 10-იანსო და აქ ფანებმა რომ გინება დაუწყო დელ პიეროს, რა ბოღმა გამხდარაო! აბა ახლანდელი სურათით გადახედეთ, ყოფილა ის კაცი მართალი??:)

vakhtang karchava
7 years ago
Reply to  მაქს

მასე არ უთქვამს. ტიპიური 10-იანი არ არისო – თქვა.

vakhtang karchava
7 years ago

იუვეს გულშემატკივარი არ უნდა ამბობდეს ნომრის ამოღებას, რადგან გუნდში არსებობს კანონი – იუვენტუსი ერთი დიდი ოჯახია და ცალკეული ფეხბურთელების გაფეტიშება არაა მიღებული! ამას ეთანხმებოდა ყველა, ვინც აქ თამაშობდა და ამ პრინციპის დაცვის გამო სუფევს აქ ყოველთვის ერთიანი სულისკვეთება! იუვეს ქომაგი კი ვალდებულია იცოდეს თავისი გუნდის უმთავრესი პრინციპები!

:forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ოოო ტევეესს დ აპოგბასსს თუ ჩააცვეს მაშინ დიბალასაც უნდა მისცენნ დან დელპიერომ თQვა როო არმინდა რო ამოიგოოთოო :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Me vfiqrob rom 1 nomeri da 10 nomeri unda amoigon jves formidan. Aq saqme imashi araa rom bufoni da del piero magra tamashobdnen mat gaketes jvestvis titulebze da tamashze meti seria B-shi gayola nu goniat msoplio chempioni fexburtelistvis advili.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დიბალა არსად წავა 10 ნომერი კი იუვეჰი მარტო დელპიეროს უნდა ეცვას წესით და ლოგით და ძალიან ცუდია რო არ ამოღეს დელპიეროს და დნედვედის ნომერი და იმედია ჯიჯი როცა დაამთავრებს კარიერას 1 ნომერს მაინც ამოიღებენ იუვეჰი 1,10,11 ნომერი აღარ უნდა იყოს რადაგან ამ ნომრებზე ვერ მოვლონ ის ხალხი რო ჯობნაზე ლაპარაკი ზედმეტია ის ჰედეგები გაიმიორენ ვინც მეთანხმებით ხო კარგი და ვინც არა თქვენი ნებაა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

da მერე მილანივით ვითამაშოთ 70, 99 76 ნომრებით? 10იანს არავინ ამოიღებს, არც 1 და არც 11 დელ პიერომდე პლატინი და ბაჯო თამაშობდა და არ ამოიღიათ!

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

შეცვალეთ ხალხო ეს ანგარიშებიიიი!!!! რატოა სულა ამის პრობლემა?! ბოლო მატჩიო და თასის თამაში წერია ატალანტასთან 3-2 :blin: არადა უკვე მილანს გავცდით!!!

ფიცხელა
ფიცხელა
7 years ago

მშვენიერია :forza:

ფიცხელა
ფიცხელა
7 years ago

მშვენიერია :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ძაან მაგრად მევასება დიბალა მაგრამ რაგაც 10 ნომერი მაინც იტალიელისთვის მინდა თან ისეთი იტალიელისთვის ვინც სამუდამოდ იუვეში დარჩება. დიბალა ადრე თუ გვიან მაინც წავა ასე მგონია

juventino ika
juventino ika
7 years ago

Vin gyavs egeti dzmao vapshe mtel italiashi

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x