მაროტა: “ალეგრი იუვენტუსში ბედნიერია”
ბეპე მაროტა ალეგრის მომავალზე საუბრობს…
ტურინის იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ არსენალის ინტერესის მიუხედავად ალეგრი კლუბს არ დატოვებს.
“ალეგრის ჯერ კიდევ ჩვენთან აქვს კონტრაქტი და მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ მასთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ტიტულების მოგება ალეგრისთან ერთად გვსურს..
4-2-3-1 სქემაში პიანიჩი უკეთ გამოიყურება. მწვრთნელის ერთ-ერთი წარმატებაა ფეხბურთელს საუკეთესო პოზიცია შეურჩიოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტაქტიკა დიდ წარმატებას მოგვიტანს..
ევრამ კლუბი დატოვა, თუმცა მისი შემცვლელები უკვე გყვავს – ასამოა და მატიელო. ამასთან ალექს სანდრო ბრწყინვალე ალტერნატივაა.”