კასანო: “იუვეს ახალი სქემა? მაინტერესებს მათი ბარსასთან შეხვედრა”
კასანო ტურინის იუვენტუსსზე, დიბალას და ალეგრის ურთიერთობაზე, იტალიის ჩემპიონატსა და იტალიურ ამბებზე…
ანტონიო კასანომ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამპდორიასთან კონტაქტი ოფიცილურად გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა, Mediaset-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
“მე თამაში ჯერ კიდევ მსურს. მინდა ამით ვისიამოვნო, რადგან მე ფეხბურთით ვცხოვრობ. წინადადება ჩინეთიდან მივიღე, თუმცა ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ ევროპაში არსებობს..
ფეხბურთი არის შეჯიბრი და არა ფული. ჩემთვის უცნაურია, როგორ უნდა არჩიო კარიერას ჩინური ფული..
ჩემპიონატი? ნაპოლის და რომას კარგი პერიოდი აქვთ, თუმცა იუვენტუსი აშკარად ყველაზე ძლიერი კლუბია. ვფიქრობ, ტურინელები საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებენ. მომდევნო 10 წელი ყველაფერი იუვეზე იქნება დამოკიდებული..
საყვარელი სპორტსმენები? მე 3 გამორჩეულ ფიგურას ვაფასებ: ფედერერს, ვალენტინოს და მესის. გამიმართლა, რომ მათ ერაში მიწევს ცხოვრება. როდესაც როჯერის ფინალს ვუყურებდი ნადალთან, იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე ჩემს გადამწყვეტ მატჩებზე..
ბალოტელი? ლიგა 1 არ ვუყურებ, თუმცა ვიცი, რომ ის კარგად ასპარეზობს. ასე უნდა გააგრძელოს. მას გაუმართლა, რომ მინო რაიოლასთან ერთად უწევს მუშაობა. მარიო ძლიერია, თუმცა მინო ყველა მოთამაშეს უძლიერესად აქცევს..
იუვეს ახალი სქემა? იტალიაში ასე თამაში ამართლებს, თუმცა საინტერესო იქნება მათი ხილვა ბაიერნის და ბარსელონას წინააღმდეგ. იუვეს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. მათ პიანიჩიც დაემატათ და გუნდი შეუჩერებელი გახდა..
ალეგრი და დიბალა? ალეგრის ვიცნობ. ის საკმაოდ ლოიალურია და ამას გაიგებს. იგუაინი? სუარესთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, რომელსაც ნებისმიერი მომენტის გადაწყვეტა შეუძლია..
ტოტი? მას ჯერ კიდევ შეუძლია თამაში და სიამოვნების მიღება. 40 წლის ასაკშიც ის საცარ დონეზე იმყოფება..
იუვე – ინტერი? ვიმედოვნებ, რომ ჩემი საყვარელი გუნდი, ინტერი, მოიგებს, თუმცა ეს წარმოუდგენლად მეჩვენება. იუვენტუსის წინააღმდეგ სხვა მენტალიტეტია საჭირო. მათთან ბრძოლა ამ ეტაპზე ძალიან რთულია.”
Arasdros yopilxar pexburteli Sul amrevi viri iyavi
ვა სასიამოვნოდ გამიკვირდა კასანოს ნათქვამი ფეხბურთსა და “ჩინურ ფულზე”
არ იცოდიით მანამდე? 3 თუ 4 ჯერ უთხრა ჯუვეს უარი მაგის გამო
ტფუი ამის მერდა
ჩემი საყვარელი გუნდიო? ანტონიო შე მერდა