დიბალა: “ჩემპიონთა ლიგა მაკლია”

დიბალამ instagram-ზე საინტერესო ფოტო გამოქვეყნა…
როგორც მთელი ტურინი, პაულო დიბალაც ჩემპიონთა ლიგის მოლოდინშია. 2015 წლის წარუმატებლობის შემდეგ, ბიანკონერებს შანსი აქვთ 21 წლიანი ნანატრი ტიტული მოიპოვონ. იუვენტუსი მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაში იმყოფება და ეს დიდწილად არგენტინული დუეტის დიბალა-იგუაინის დამსახურებაა.
სამხრეთ ამერიკელმა ტალანტმა instagram-ზე საინტერესო ფოტო გაავრცელა წარწერით: “მაკლია ყველაზე მნიშნველოვანი”.
ბარსელონას და მადრიდის რეალის სამიზნემ, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ტიტული იგულისხმა, რომელსაც მთელი ტურინი ელის.
იუვეში მოიგე