იუვენტუსი ანდრე გომეშს არ ივიწყებს
პორტუგალიელი ტურინს კიდევ ერთხელ დაუკავშირეს…
მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა, calciomercato გაჩერებას არ აპირებს: იუვენტუსი უკვე იწყებს ზაფხულის ტრანსფერებზე მუშაობას და მაროტა-პარატიჩის დუეტი ძველი სამიზნეს ანდრე გომეშს არ ივიწყებს.
პორტუგალიელი ნახევარმცველი იუვენტუსში გადასვლასთან გასულ ზაფხულსაც ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში მოლაპარაკებეში ბარსელონა ჩაერთო და ევროპის ჩემპიონი კატალონიურ კლუბში აღმოჩნდა.
მიუხედავად გადახდილი 35 მილიონისა, კატალონიელები გომეშის თამაშით კმაყოფილები არ არიან. Mundo Deportivo არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში ბარსელონამ ნებისმიერი წინადადება მოისმინოს.
გომეშმა მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა გამართა, თუმცა 90 წუთი მხოლოდ 3 მათგანში გაატარა მინდორზე.
OVERRATED !!!! იმენა ნაგავია
ზაფხულამდე მაინც დაგვასვენონ ჭორებისგან
არც მე ვივიწყებ ევა გრინს მარა არასოდეს მომცემს და აზრი?