ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

მაქსი დერბიმდე ჟურნალისტებს შეხვდა…

ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ინტერთან მატჩამდე ჟურნალისტებს შეხვდა და საინტერესო თემებზე ისაუბრა:

“მარკიზიო შეხვედრისთვის მზადაა. ნორმალურია, რომ მას მძიმე ტრავმის შემდეგ ბრძოლა უწევს. სიმართლე გითხრათ, რომ მცოდნოდა პირველივე კითხვა სათამაშო სქემას შეეხებოდა, მაშინ აუცილებლად სახლში დავრჩებოდი და არაფერს შევცვლიდი. ყურადღება სათამაშო სქემაზე არ უნდა გაკეთდეს, არამედ იუვენტუსზე. არ შეიძლება ფიქრი, რომ მოგებისთვის მინიმალური ძალისხმევაა საჭირო. თუ გვსურს გაზრდა, მაშინ უნდა ვიფიქროთ..

ხვალ დიდი მატჩი გველის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იქნება ორივე გუნდისთვის. ორივე მზად ვართ სკუდეტოსთვის საბრძოლველად. საბედნიეროდ ინტერს ცუდი სტარტი ჰქონდა, რაც ჩვენ მცირე უპირატესობას გვაძლევს სატურნირო თვალსაზრისით..

ანდრეა ბარძალიმ დღეს სამწვრთნელ სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან დილით მას სიცხე ჰქონდა. ვნახოთ ხვალ როგორ იქნება. ინტერს საოცარი შემტევი პოტენციალი აქვს, რადგან იკარდი და იგუაინი არიან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევები. ხვალ ტექნიკურ მატჩს ველი, რაც იტალიური ფეხბურთისთვის კარგია..

დიბალას 2 თვე ტრავმის გამო გაუცდა, ახლა ის ფორმას იკრებს. ეს მხოლოდ მისი მეორე წელია გუნდში, ხალხი კი ძალიან ბევრს ითხოვს მისგან. იყო დიდი ფეხბურთელი – ეს ყოველთვის დიდი ტვირთია..

ინტერთან ბოლო შეხვედრა საკმაოდ უნაური გამოდგა, რადგან კარის პოვნა გვიჭირდა..

ლიხშტაინერი კარგ ფორმაშია და მე მისით კმაყოფილი ვარ. სატრანსფერო პერიოდის დრო მცირე ქაოსი გახლდათ, თუმცა მისი ხასიათი გუნდისთვის საკმაოდ მნიშნველოვანია. ისევე როგორც დანი ალვეში, რომელიც მოედანს დაუბრუნდა და იტალიურ ფეხბურთსაც შეეჩვია. რაც შეეხება მირალემ პიანიჩს მან გუნდურად უკეთ უნდა ითამაშოს. ხანდახან ის 5 მეტრში ისეთ პასს იძლევა, რაც მაგიჟებს. 2 ნახევარმცველიან ტაქტიკაში ის თავს ბევრად უკეთ გრძნობს. შესაძლოა საქმე ფსიქოლოგიურ მომზადებასთან გვაქვს..

ევრა? ვფიქრობ, ის ჩვენგან მადლობას იმსახურებს, იმისთვის რაც მან კლუბისთვის გააკეთა. ის დიდ როლს ასრულებდა ახალგაზრდებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. მან სამართლიანად განაცხადა, რომ სხვაგან თამაში სურდა. მივხვდი, რომ მისთვის ის როლი, რაც გუნდში ჰქონდა საკმარისი არ იყო. ის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო მანჩესტერ იუნაიტედსა და იუვენტუსში.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Kargia ro pianichze ar damala rasac piqrobs.chemi azrit dybalaze upro cota mkacri unda yopiliyo radgan yvelas egrdzno ra da rogor.darwmunebuli var kontes ver gaubedavda dybala shansi araa :lool: shecgamda konte))))).

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრი დღეს აბა ჰენ იცი მხოლოდ ჰეტევა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

maradona 73
maradona 73
8 years ago

ძლივს მომეწონა ამის ნალაპარაკევი რა. კარგია რომ გუნდის პრობლემებს კარგად ჩაწვდა და მე ვფიქრობ სწორ გზაზეა, რამაც შეიძლება ლიგაზეც შანსი გაგვიჩინოს უკვე.

ვნახოთ აბა ხვალ ალბათ იგივე სქემით ათამაშებს, რადგან აღნიშნა რომ პიანიჩი 2 ნახევრმცველიან ტაქტიკას უფრო კარგად აუღო ალღოო.

აბა წარმატებები იუვეს!

ძირს მერდები!!! :lool:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x