ვრცელი ინტერვიუ კუადრადოსთან

კოლუმბიელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და საინტერესო თემებზე ისაუბრა…
ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც forzajuve.ge ქართულად გთავაზობთ:
“რატომ ვიღიმი გამუდმებით? დაბადებული ვარ, რომ გავიღიმო. აქ ის ფაქტიც მეხმარემა, რომ მე კოლუმბიიდან ვარ. სამხეთ ამერიკელები მხიარული ხალხია, განსაკუთრებით კი კოლუმბიელები. მე რთული დრო გადავიტანე, რის შემდეგაც ღიმილი ვისწავლე..
მე საკმაოდ სერიოზული ადამიანი ვარ, თუმცა როგორც კი იტალიაში ჩამოვედი, ჩემს გარშემო იმდენად მხიარული ხალხი შეიკრიბა, რომ არასერიოზული ვჩანვარ. თუ მუსიკას ვუსმენ, მაშინ ვხუმრობ და ვიღიმები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთზე არ ვფიქრობ. იტალიელებს თავიანთი კულტურა აქვთ, ისინი საკმაოდ გაწონასწორებულები არიან, თუმცა ბრაზილიამ 5 მსოფლიო ჩემპიონატი ცეკვა-სიმღერით მოიგო. განა ასე არაა? სიხარული, ღვთის წყალობით, სერიოზულ ცხოვრებასთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა..
ღმერთო ჩემი, უდინეში, ჩემს პირველ იტალიურ ქალქაქში, საშინელი სიცივე იყო და მე მხოლოდ კოლუმბიაში დაბრუნებაზე ვოცნებობდი. შემდეგ მე გავხდი ფლანგის მცველი, რომელიც აქამდე მხოლოდ კოლუმბიის ჩემპიონატში ვიყავი. მე ტაქტიკის ვერაფერი გავიგე, თუმცა იყო მეორე მხარეც. მე ჩემს თავს ყოველთვის ვაძალებდი არ გავჩერებულიყავი, მეცინა და გამეღიმა..
მე ჩემს თავს ვუთხარი, რომ აქ ოცნებების ასასრულებლად მოვედი, რომელიც 5 წლის ასაკში დავისახე და სახლში სახელის გარეშე დაბრუნების შანსი არ არსებობდა..
მე გავიზარდე და ახლა უფრო მეტს ვთამაშობ. ზუსტად ამას მოითხოვს ალეგრიც. ყველა მწვრთნელი, რომელიც იტალიაში მყავდა ამას მეუბნებოდა, პირველი იყო პასკუალ მარინო: “ხუან, ითამაშე მარტივად.”
თუმცა ალეგრის არ სურს, რომ ინსტიქტებს მივენდო. მე სიტუაცია გონებით უნდა შევაფასო და შემდეგ ვიმოქმედო..
ვაძალებ თუ არა ჩემს მეგობრებს სიცილს, ცეკვას და სიმღერას? არა, ახლა ჩვენი ოფიციალური დიჯეი დანი ალვეშია. როდესაც ჩვენთან პოგბა იყო, ჩვენ ერთად ვსწავლობდით მუსიკა და ვდგავდით ცეკვებს, რათა გოლები აგვეღნიშნა. მე და პოლი კარგი მეგობრები ვიყავით. მე აუცილებლად გავუწევ ორგანიზებს ჩემი და მისი მეგობრების მატჩს, რომელიც შემდეგ ზაფხულს გაიმართება და საქველმოქმედო ხასიათის იქნება..
ახალი სქემა მე მომწონს, თუმცა მთავარი ფეხბურთთან დამოკიდებულება და გუნდური სულია. დანარჩენი რა გამოვა მხოლოდ ღმერთმა იცის..
რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ? მე უკვე გადავწყვიტე, რომ ფონდის წყალობით ბავშვებს ცხოვრება ვასწავლო. როდესაც ფეხბურთის თამაშს შევწყვეტ, უკან მედელინში დავბრუნდები, სადაც მუდმივი საცხოვრებელი მექნება.”
კუადრა ❤️❤️
Pogbas daaviwyda manchestershi cekva,sul ramdeni goli aqvs gatanili monas manchestershi icit vinmem?
საღოლ კვადრატა, პიროვნულადაც ჯიგარი ყოფილხარ, თუმცა შენ ღიმილზე ჩემი პატარა მოსაზრება მაქ, მანც კოლუმბიიდან ხარ და გექნება ერთი ორი გრამი სადმე გადამალული
ჰენ ცოტა ფრთხილად რო გამოგიზავნოს გამოტანა გაგიჭირედება ისე ალბათ იქნება რატომაც არა ჩვენ ხო არ ვესტუმროთ
კაი აზრია ვესტუმროთ კოლუმბიაში
რამდენი დაჯდება ეს სიამოვნობა ნეტა ალბათ ძალიან ძვირი
თან მედელინიდან არი, პაბლო ესკობარის ბანდაშიც იქნებოდა ეს ბავშობაში :)