კიელინი : “ინტერში არასოდეს ვითამაშებ”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი “ინტერთან” შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა..
“კალჩიოპოლის შემდეგ ინტერთან დაპირისპირება ჩვენთვის ჩვეულებრივი არასდროს არაა, განსაკუთრებით ჩემთვის და ჯანლუიჯი ბუფონისთვის, იუვეს მუდმივად ნერიაძურის დამარცხება სურს.2006 წელს ბებერ ქალბატონს ისეთი გუნდი ჰყავდა, მათი გამჩერებელი იტალიაში არავინ იყო და ევროპაში ბევრს გაუჭირდებოდა, შესაბამისად, თამაშების ჩაწყობა ამ გუნდს არაფერში სჭირდებოდა ტიტულის მოსაგებად, ამას ვერ დავიჯერებ.”
“ინტერში თამაში ? – ამ თემაზე მხოლოდ მაშინ ვსაუბრობ, როცა ჟურნალისტები მეკითხებიან, სხვა შემთხვევაში ამ ვარიანტს არც განვიხილავ.იუვენტუსი ჩემი ოჯახია, გულშემატკივრებს ვუყვარვარ და სხვა გუნდის მაისურით საკუთარი თავი არ წარმომიდგენია.ხვალინდელ დაპირისპირებაში დიდ როლს მაურო იკარდი და პაულო დიბალა ითამაშებენ, ორივე უნიჭიერესი თაობის წარმომადგენელია და ორივეს შეუძლია, წარმატებული გახდეს.იკარდის შესანიშნავი თამაში კიევოსთან ვიხილე, მას სისხლში აქვს გოლების გატანა და საჯარიმოში სწორი პოზიციის შერჩევა, ფრთხილად უნდა ვიყოთ.”
“როცა პირადად გავიცანი იგუაინი, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა.ცენტრალური ფორვარდები ხშირად ეგოისტები არიან, გონსალო კი პირიქით, გულუხვია.მინდორზე იგი ნამდვილი ცხოველია, საოცრებებს სჩადის და თუ აკვირდებით, 90 წუთის განმავლობაში არ ჩერდება, უბურთოდაც კი ელოდება იმ მომენტს, როცა მეტოქის მცველები შეცდებიან.რომელ კლუბშიც არ უნდა გადავიდეს პიპიტა ყველგან დაამტკიცებს, რომ უმაღლესი დონის მოთამაშეა, ყოველი შეხვედრის წინ უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს და სურს, გუნდს წარმატებაში დაეხმაროს.”
“მანჯუკიჩი ? – მარიოს მუდამ მოედანზე ყოფნა სურს და კარგია, რომ ალეგრიმ ასეთი სქემა გამოძებნა.მაქსს სჩვევია მოწინააღმდეგის დაბნევა სხვადასხვა სქემებით, მახსოვს შარშან ინტერთან მოედნიდან დიბალა გავიდა და ალექს სანდრო შემოვიდა, ის შეხვედრა მოვიგეთ, დაახლოებით ასეთი რამ მოხდა ნაპოლისთანაც, იქაც ვიმარჯვეთ.4-2-3-1 ტაქტიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი ძლიერი გუნდების წინააღმდეგაც, როგორებიც თუნდაც ინტერი, ბარსელონა ან რეალი არიან, მთავარია გუნდი კარგ ფორმაში იყოს.”
“ჩემპიონთა ლიგა ? – ვნახოთ, ორ კვირაში როგორ ფორმაში ვიქნებით, ამ ტურნირზე ყველაფერს ის წყვეტს, კონკრეტულ ეპიზოდში როგორ კონდიციებში იმყოფები.მომავალზე საუბარი არ მსურს, ერთი რაც ვიცი, ბოლომდე ვიბრძოლებთ.”
“ჩემი წვერი ? – ბევრი თმა არ მაქვს და ვცდილობ, მოვუშვა.”
კარგია ზედმეტები რო მიდიან და იწმინდება გუნდი…ევრა ჰერნა ზაფხულში ლემინა სტურარო ბენატია და ა.შ
ჰერნას ვასაღებთ მგონი 10 ლიმონად ჩინეთში
აუ კონტე რას უშვება ალესიოს
http://m.tuttosport.com/video/dettaglio/calcio/social-now/2017/02/04-21034793/conte_scatenato_strattona_e_spintona_il_suo_vice
რამ გადარია ეგრე, კატა დაკლა მოედანზე რა

magari emociuria konte,axla fanebshi gadaxta sharvali shemoexia
vfiqrob am tamasshi pipitas da ikardis jaxi ufro iqneba vidre ikardis da dybalas.

ise darwmunebuli var iguc da dybalac chautareben ikardis masterklass
დააფარა კონტემ იტალიური ტაქტიკებით პრემიერლიგას თავზე ყველაფერი
მაგარი კაცია კიელო