ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის მსგავსი შეხვედრა”

ალეგრიმ ინტერთან მატჩი შეაფასა…

იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში ინტერთან(1-0) გამარჯვების შემდეგ, ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის სტანდარებს შეესაბამებოდა.

“ეს უმაღლესი დონის მატჩი იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მოუხდებოდა. ინდივიდუალური და გუნდური ოსტატობა პიკში იყო. რამდენიმე არასასიამოვნო კონტრშეტევა გამოგვეპარა, თუმცა მომენტების შექმნა შევძელით და მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა..

საბედნიეროდ ინტერმა სეზონის სტარტი ჩააგდო, რამაც სკუდეტოსთვის ბრძოლა გაგვიადვილა. ჟოაო მარიო ხშირად ფლანგზე იწევდა, რაც მათ რიცხობრივ უპირატესობას უქმნიდა. ვცდილობდით კანდრევა შეგვევიწროვებინა, თუმცა სანდროს უფრო ხშირად დაცვითი ფუნქციების შესრულება უწევდა..

ლიხშტაინერის სიტუაციაში კარგად ვერ გავერკვიე. დავინახე, რომ ის წაიქცა და შეცვლას ითხოვდა, თუმცა მან მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობდა და მატჩის გაგრძელება შეეძლო..

სეოზნის ბოლოს ფორმას დაუბრუნდება კლაუდიო მარკიზიოც. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მან ურთულესი ტრავმა გადაიტანა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კლასი რო აკლია ამ მწვრთნელს ფაქტია,ბავარიასთან უკლასობით წააგო,არასწორი შეცვლებით.ტაკტიკებში ძლიერია მაგრამ რგოლებს ვერ აკავშირებს,ფეხბურთელების სწორად გამოყენება არ იცის.დარწმუნებული ვარ ამ სასტავით მაღალი კლასის მწვრთნელი,ხარისხსაც დახვეწავს თამაშისასაც და ფეხბურთელებიც მაღალ შედეგებს დადებენ
პ.ს ასე მგონია დიბალას აფუჭებს ეს კაცი

Gugsika
Gugsika
7 years ago

Shtabechdileba mrcheba titkoa allegris ragacnairad avicroveben fexburtelebi sul da titkos dadzabuliao rac ratkma unda kvelaperze imokmedebs! Allegris am etapze casvla aris dagupva ra souza ris souza xalxo:) juvea allegrize kargad am etapze simeonec ki ver gacvrtnis:) micen sashualeba am kacs to ra undat, rat unda es xelis ar chamortmevebi da kvirilebi:) shedzlebisdagvarad kvelaperi moigo, ligis finali gvenatreboda 12weli da gaikvana :) sharshanac bayerntan uigblobit gamovardit kacma icis ra moxdeboda ) me mesimpatiureba es kaci da ravi ra nu aidzuleben casvlas

suso
suso
7 years ago

pioli zafxulsive ro daenisnat interi sameulsi iqneboda axla, de burma magrad caisvara

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ალეგრი საღოლ ლიგაზე ამ ტაქტიკით ითამაჰე და ყველაფერი კარგად იქნება

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x