ალეგრი : “ლიხტშტაინერთან არანაირი გაუგებრობა არ არსებობს”
“კროტონესთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..
“ლიხტშტაინერთან ინციდენტით დავიწყებ და გეტყვით, რომ შტეფანთან არანაირი გაუგებრობა არ არსებობს.მართალია, ინტერთან მატჩში მას დიდად არ სურდა მინდვრის დატოვება, თუმცა დაღლილი იყო და ამიტომაც დანი ალვეშით შევცვალე.პესკარას პრეზიდენტზე თავდასხმა ? – საშინელება მოხდა, ასეთები არ უნდა ხდებოდეს.პესკარა განვითარებული ქალაქია და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ.დელფინებს ახლა რთული პერიოდი უდგათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე გამოასწორებენ სიტუაციას.ამ კლუბში ვთამაშობდი და ძალიან მიყვარს, იმედია, ბოლო ადგილს თავს დააღწევენ.”
“კროტონესთან თავიდანვე ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, ისინი არასოდეს ნებდებიან.ინტერთან პირველი გოლი მხოლოდ 83′ წუთზე გაუშვეს, ფლორენციაში ქულა მოიპოვეს, კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ.4-4-2 სქემით მოთამაშე გუნდების დაცვის ხაზის გაჭრა ყოველთვის რთულია, რადგან ნახევარმცველები ეხმარებიან, მარტივ თამაშს არ ველით, ამიტომ ყველაფრისთვის მზად ვართ.ინტერთან დაპირისპირების შემდეგ ვთვლით, რომ კარგ ფორმაში ვართ, სამი ქულის მოპოვება ახლა ჰაერივით საჭიროა.”
“შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება, მაგალითად, სახლში დარჩება ჯორჯო კიელინი, მან დასვენება დაიმსახურა.კარგ ფორმაში იმყოფებიან ანდრეა ბარძალი და მედჰი ბენატია, კლაუდიო მარკიზიოს კი ორი დღეა არ უვარჯიშია და ამიტომ მის განაცხადში ყოფნას აზრი არ აქვს, მცირე დაზიანება მან ინტერთან მატჩის დროს მიიღო.მარიო ლემინა და როლანდო მანდრაგორა სრული დატვირთვით სავარჯიშოდ მზად ხუთშაბათს იქნებიან, ისინი ნელ-ნელა იშუშებენ ტრავმებს.”
“შესაძლოა სასტარტოში ითამაშოს მარკო პიაცამ, ბენატია კი აფრიკის თასის შემდეგ თავს კარგად გრძნობს, იგი რამდენიმე დღე გაციებული იყო, ახლა მწყობრშია.მინდორზე ხვალ მას ან დანიელე რუგანის იხილავთ, ხუთი მაღალი დონის ცენტრალური მცველი მყავს და საბედნიეროდ, როტაციის არ მეშინია.კუადრადო ? – მის ადგილზე შესაძლოა დიბალამ ითამაშოს, შუაში კი პიაცამ, ასეთ დეტალებს ხვალ გადავწყვეტ.ლიხტშტაინერი დაისვენებს, ძირითადში ალვეში იქნება.სტურარო ? – მას არანაირი პრობლემა არ აქვს, მანჯუკიჩი მარცხენა ფლანგზე ისევ ითამაშებს.”
“ინტერთან მატჩის შემდეგ კროტონესთან შეხვედრაში შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემები შეგვექმნას, თუმცა ხვალ სამ ქულას ისეთივე ფასი ექნება, როგორც კვირას.უკვე ფეხი დაგვიცდა გენუაში, ორი წლის წინ გავარდნილ პარმასთან წავაგეთ.დავკარგეთ ქულები ფროზინონესთან საკუთარ მოედანზე, დავმარცხდით ვერონასთანაც, ნამდვილად არ მინდა, ხვალაც იგივე განმეორდეს.”
“სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, ვფიქრობ, წელს 86 ქულა საჩემპიონოდ არ იქნება საკმარისი.მეორე წრეში ურთულესი თამაშები გველის, დერბი ტორინოსთან, გასვლითი მატჩები ნეაპოლსა და რომში, იმ შეხვედრებამდე ზედიზედ გამარჯვებები უნდა მივაწყოთ, რათა საგრძნობლად გავექცეთ მეორე ადგილოსანს.”
თურმე ”სიმ ა ღ ლე” იბლოკებოდა კაი რა
გაბედა ერთმა? აიღე ბუცი, გაუგლიჯე წარბები, სხვები ვეღარ გაბედავს… პრობლემაც გადაჭრილია
მაგრამ მაგარი ყურცქვიტაა როგორც ჩანს რა ვერ დგას თავის სიმ ა ღ ლ ეზე.
შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება აქ?
ფდგფსგფცფვსეგფსბხ კომენტარი რატო არ იწერებაა
მომდევნო სეზონიდან ასეთი შემადგენლობით და ნომრებით მინდა რომ ითამაშონ
1. ბუფონი
12. პერინი
22. აუდერო
2. სანდრო
3. კიელინი
4. ბელერინი
5. პიანიჩი
6. ხედირა
7. კვადრადო
8. მარკიზიო
9. იგუაინი
11. ბელოტი
13. ბელერინი
14. რუგანი
15. ბარძალი
16. კიეზა
17. მანძუკიჩი
18. კროოსი
19. ბონუჩი
20. ბერნადესკი
21. დიბალა
23. კალდარა
24. კინი
25. ბენტანკური
26. დე შილიო
27. კასტანოსი
—————————–ბუფონი————————-
ბელერინი———–ბონუჩი————-კიელინი——–სანდრო
————-მარკიზიო——–კროოსი——–ხედირა———–
——————დიბალა————–პიანიჩი—————-
—————————–იგუაინი————————–
ძალიან კარგი თუ არაფერი პრობლემა არაა