ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუადრადოს დედა : “ვლოცულობდი, რომ ხუანი ტურინში დაბრუნებულიყო”

ხუან კუადრადოს დედამ, მარსელა კუადრადომ გაზეტა დელო სპორტს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“ჩელსიში გატარებული პერიოდი მისთვის ძალიან რთული იყო, ზაფხულში ვლოცულობდი, რომ ხუანი იუვენტუსში დაბრუნებულიყო.ვფიქრობ, მას სწორედ ტურინული ატმოსფერო სჭირდება იმისთვის, რომ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენოს, იტალიაში ზოგადად, სამხრეთ ამერიკელებს დიდ პატივს სცემენ.რა თქმა უნდა, ჩემს შვილს აქვს ურთიერთობა კალჩოში მოთამაშე კოლუმბიელებთან, კარლოს ბაკასთან, ჯეისონ მურილიოსთან, ლუის მურიელთან, მეგობრები ერთმანეთს ხშირად ეკონტაქტებიან.”

“გოლი ინტერთან ? – როცა ბურთი უკვე კარში იყო, ამოვისუნთქე, შემდეგ კი გოლის აღნიშვნას დაველოდე, ვიცოდი, რომ რაღაც მომზადებული ჰქონდა.ნამდვილად ლამაზი გოლი გამოვიდა, გამარჯვების მომტანი.შეხვედრის შემდეგ ხუანს ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ ყველაფერი შესანიშნავი იყო.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bususa44
bususa44
8 years ago

:forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x