ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კროტონე – იუვენტუსი (ფაქტები, რომელიც უნდა ვიცოდეთ)

tuttosport გვთავაზობს ტრადიციულ წინასამატჩო საინტერესო ფაქტებს, რომელიც უნდა ვიცოდეთ…

კროტონე და იუვენტუსი ერთმანეთს 2006/07 წლების სერია B-ს გათამაშებაში შეხვდნენ. 2 გამარჯვება და არცერთი გაშვებული გოლი ბაინკონერების სასარგებლოდ (3-0 გასვლაზე, 5-0 ტურინში).

იუვენტუსი გასვლაზე უკვე ზედიზედ 7 შეხვედრაა მონაცვლეობით მარცხდება და იმარჯვებს შეხვედრებში. ბოლო მატჩში სტუმრად ტურინელებმა სასუოლო დამარცხეს.

კროტონემ მიმდინარე გათამაშებაში 3 შეხვედრა მოიგო და სამივე შინ. კალაბრიელებს ბოლო 6 საშინაო მატჩში 10 ქულა აქვთ აღებული (3 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი)

კროტონემ ჩატარებული 22 შეხვედრიდან კარი მშრალად მხოლოდ 1 მატჩში შეინახა, საპირისპიროდ ტურინელებმა კი მხოლოდ 1 უგოლო შეხვედრა ჩაატარეს.

ალეგრის გუნდმა ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ 1 მატჩი დათმო.

დაპირისპირება გუნდებს შორის, რომელთაც აქვთ ყველაზე მეტი კარში დარტყმა(56-იუვენტუსი) და ყველაზე მეტჯერ დაურტყეს კარში(134-კროტონე)

იუვენტუსს პირველ 15 წუთში ყველაზე მეტი(10) გოლი აქვს გატანილი, საპირისპიროდ კი – კროტონეს პირველ 15 წუთში მხოლოდ 1 ბურთი აქვს მიღებული საკუთარ კარში(სექტემბერში ატალანტას წინააღმდეგ).

იუვენტუსმა ოთხშაბათს გამართული ბოლო 5 შეხვედრა მოიგო.

ჯანლუიჯი ბუფონი ერთადერთი მოთამაშეა, ვისაც სერია B-ში კროტონეს წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში მოუწია თამაში. ჯორჯიო კიელინიმ მხოლოდ ტურინში გამართულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მესბა ერთადერთი ფეხბურთელია კროტონეს შემადგენლობაში, ვისაც ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ გოლი გაუტანია: 2011 წელს, ლეჩეს შემადგენლობაში.

2 thoughts on “კროტონე – იუვენტუსი (ფაქტები, რომელიც უნდა ვიცოდეთ)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.