ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “ჭორები ინგლისიდან? არ ვადასტურებ და არც ვუარყოფ”

მასიმილიანო ალეგრის შეფასებები კროტონესთან მატჩის შემდეგ…

ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კროტონოსთან(2:0) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს შეხვდა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

“მარტივი შეხვედრა არ გამოდგა, თუმცა ჩვენ მიზანი გამარჯვება იყო და ეს მოვახერხეთ. პირველ ტაიმში კროტონე ბევრ სივრცეებს არ ტოვებდა, ამიტომ სწრაფი მოქმედებები გვიჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც მოვახერხეთ და მეტოქე გავტეხეთ..

ბიჭებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს, მაგრამ სკუდეტოზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ჩემპიონატი გრძელია. ახლა კიდევ ერთი რთული გამოცდა გველის კალიარისთან, რადგან სარდინიელებს საკმაოდ არაპროგნოზირებადი გუნდი ჰყავთ..

პიანიჩის პროგრესი? დიახ, ის მოედანზე დავალებებს თავს კარგად ართმევს. პიაცა? დღეს მან ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ის ახალგაზრდაა და წინ დიდი დრო აქვს..

როდის გადავწყვიტე ტაქტიკის შეცვლა? ფლორენციის შემდეგ. იყო დრო, როდესაც რაღაც უნდა შეგვეცვალა. ბარძალი? მან მცირე დისკომფორტი იგრძნო შეხვედრის მიწურულს, მდგომარეობას ხვალ შევაფასებთ..

ჩემი მომავალი და ხმები ინგლისიდან? არც ვუარყოფ და არც დავადასტურებ. ერთს ვიტყვი, რომ გუნდში დიდი ჰარმონიაა. ახლა ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. ნებისმიერ შემთხვევაში კონტრაქტი კიდევ 1.5 წლით მაქვს.”

22 thoughts on “ალეგრი: “ჭორები ინგლისიდან? არ ვადასტურებ და არც ვუარყოფ”

  1. ამ გუნდს კიდევ 2-3 მაღალი კლასის მოთამაშე უნდა და ლიგაზე გაიწევს ასე მაგალითად
    ბელერინი – ალვეშის მაგივრად
    კროოსი – რინკონი, სტურაროს მაგივრად
    დელე ალი ან ერიკსენი ან ხამესი – ლემინას მაგივრად
    ამათ + დე შილიო, კიეზა, დევ კლაასენი ან ბერნადესკი
    ლიხშტაინერი, ჰერნანეში გაუშვან
    პიაცა + 15 ლიმონი და ბელოტი მოიყვანონ.

  2. რაღაცა აქვს საერთო ალეგრის და ვენგერს, ორივეს ძალიან ხშირად ეტრამვებათ ფეხბურთელები. ალბათ მაგიტომ უნდათ არსენლაის ბოსებს ალეგრის წაყვანა. :lool:

  3. ზაფხულში 1 კარგი ნახევარმცველი და 1-იც თავდამსხმელი არ მოუყვანეს, მაშინ თავის ფეხით უნდა წავიდეს.

    1. ვერატი ან კროოსი და მორატა დაგვხატავდა, იმენნა გავიწევდით ბოლომდე ნებისმიერ გუნდთან.

  4. მარტივი შეკითხვა მაქვს თქვენი აზრით ალეგრი რომ სარის ადგილზე იყოს ნაპოლი ასე კარგად ითამაშებდა?

    1. უფრო მარტივად გიპასუხებ. ნაპოლის იუვესგან განსხვავებით დასაკარგი არაფერი აქვს და შეუძლია ითამაშოს ლამაზად და ლაღად.

  5. ჩემი აზრიტ წელს ლიგაზე რამე ტუ არ ქნა აუცილებლად გაუსვებენ მიტუმეტეს იგუ მოუყვანეს პრიანიცი ასევე

    1. წელს ლიგაზე იუვე ვერაფერს ვერ იზამას მარტო ლიგას მოიგებს და მემგონი საკმარისია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.