ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “ჭორები ინგლისიდან? არ ვადასტურებ და არც ვუარყოფ”

მასიმილიანო ალეგრის შეფასებები კროტონესთან მატჩის შემდეგ…

ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კროტონოსთან(2:0) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს შეხვდა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

“მარტივი შეხვედრა არ გამოდგა, თუმცა ჩვენ მიზანი გამარჯვება იყო და ეს მოვახერხეთ. პირველ ტაიმში კროტონე ბევრ სივრცეებს არ ტოვებდა, ამიტომ სწრაფი მოქმედებები გვიჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც მოვახერხეთ და მეტოქე გავტეხეთ..

ბიჭებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს, მაგრამ სკუდეტოზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ჩემპიონატი გრძელია. ახლა კიდევ ერთი რთული გამოცდა გველის კალიარისთან, რადგან სარდინიელებს საკმაოდ არაპროგნოზირებადი გუნდი ჰყავთ..

პიანიჩის პროგრესი? დიახ, ის მოედანზე დავალებებს თავს კარგად ართმევს. პიაცა? დღეს მან ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ის ახალგაზრდაა და წინ დიდი დრო აქვს..

როდის გადავწყვიტე ტაქტიკის შეცვლა? ფლორენციის შემდეგ. იყო დრო, როდესაც რაღაც უნდა შეგვეცვალა. ბარძალი? მან მცირე დისკომფორტი იგრძნო შეხვედრის მიწურულს, მდგომარეობას ხვალ შევაფასებთ..

ჩემი მომავალი და ხმები ინგლისიდან? არც ვუარყოფ და არც დავადასტურებ. ერთს ვიტყვი, რომ გუნდში დიდი ჰარმონიაა. ახლა ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. ნებისმიერ შემთხვევაში კონტრაქტი კიდევ 1.5 წლით მაქვს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ამ გუნდს კიდევ 2-3 მაღალი კლასის მოთამაშე უნდა და ლიგაზე გაიწევს ასე მაგალითად
ბელერინი – ალვეშის მაგივრად
კროოსი – რინკონი, სტურაროს მაგივრად
დელე ალი ან ერიკსენი ან ხამესი – ლემინას მაგივრად
ამათ + დე შილიო, კიეზა, დევ კლაასენი ან ბერნადესკი
ლიხშტაინერი, ჰერნანეში გაუშვან
პიაცა + 15 ლიმონი და ბელოტი მოიყვანონ.

juve amor
რეალისტი
7 years ago

ბერო ფორმაშია

juve amor
რეალისტი
7 years ago

ვან დიკის რატომ აღარ ახსენებ ამ ბოლო დროს დაასრულა კარიერა?

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

bero glijav raa sul eseti komenatrebi gaqvs ra iqneba ertxelac ro agixde ocneba marota sheniiiiii :D :D :D : D:D :D :D : forza juve :forza:

ფიცხელა
ფიცხელა
7 years ago

არსენალი ვენგერს უხანგრძლივებს, მანძუს გოლის დროს კი ასამოამ დაარტყა თავი

maradona73
maradona73
7 years ago

კი ვნახე, გუშინ ლუდის კაიფში ვერ შევამჩნიე :lool:

maradona73
maradona73
7 years ago

რაღაცა აქვს საერთო ალეგრის და ვენგერს, ორივეს ძალიან ხშირად ეტრამვებათ ფეხბურთელები. ალბათ მაგიტომ უნდათ არსენლაის ბოსებს ალეგრის წაყვანა. :lool:

maradona73
maradona73
7 years ago
Reply to  maradona73

კასორლა იმენნა დაღუპა მასტმა, არ და ფიზიკურად არაა სუსტი. :lool:

maradona73
maradona73
7 years ago

ზაფხულში 1 კარგი ნახევარმცველი და 1-იც თავდამსხმელი არ მოუყვანეს, მაშინ თავის ფეხით უნდა წავიდეს.

maradona73
maradona73
7 years ago
Reply to  maradona73

ვერატი ან კროოსი და მორატა დაგვხატავდა, იმენნა გავიწევდით ბოლომდე ნებისმიერ გუნდთან.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  maradona73

ობამეიანგი დაგვხატავდა მარა არ წამოვა :blin:

maradona73
maradona73
7 years ago

ობამიანგი ძირითადს მოითხოვს ყველა ვარიანტში, პრინციპში მორატაც მაგაზე კაჩაობს :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მარტივი შეკითხვა მაქვს თქვენი აზრით ალეგრი რომ სარის ადგილზე იყოს ნაპოლი ასე კარგად ითამაშებდა?

juve amor
რეალისტი
7 years ago

უფრო მარტივად გიპასუხებ. ნაპოლის იუვესგან განსხვავებით დასაკარგი არაფერი აქვს და შეუძლია ითამაშოს ლამაზად და ლაღად.

maradona73
maradona73
7 years ago

მართალი ხარ, ჩვენი მიზანი ტრიპლეტია და მაგათისგან ძალიან განსხვავდება.

juve amor
რეალისტი
7 years ago
Reply to  maradona73

ხო თორემ ლამაზად ვერდერიც თამაშობს და ყოველ მატჩში 4 გოლს უშვებს ))

maradona73
maradona73
7 years ago

:lool: :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

გასაშვებია მართლა,ოგონდ მაშინ თუ უკეთესით შეცვლიან

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Mანჯუს გოლის დროს ასამოამ დაკტა თAვი ტუ პიაცამ მაკრატელა?

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ჩემი აზრიტ წელს ლიგაზე რამე ტუ არ ქნა აუცილებლად გაუსვებენ მიტუმეტეს იგუ მოუყვანეს პრიანიცი ასევე

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

წელს ლიგაზე იუვე ვერაფერს ვერ იზამას მარტო ლიგას მოიგებს და მემგონი საკმარისია

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x