კალდარა: “კედელზე კიელინის პოსტერები მაქვს”
ექსკლუზიური ინტერვიუ ახალწვეულთან…
Tuttosport-მა ტურინის იუვენტუსის ახალწვეულთან მატია კალდარასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მცველი იუვენტუსის წევრი იანვარში ოფიცალურად გახდა, თუმცა სეზონის ბოლომდე ატალანტაში არენდის წესით დარჩება.
– როგორია ტურინის იუვენტუსის დაცვა?
იტალიაში საუკეთესოა, შესაძლოა ევროპაშიც კი.
– იუვენტუსის სტადიონზე 2 თამაში ჩაატარეთ, როგორია შთაბეჭდილებები?
ეს საოცარი გრძნობაა, რომელიც შენზე მოქმედებს. ცოტათი გამიჭირდა, თუმცა იმედი მაქვს მალე შევეჩვევი.
– რატომაა იუვენტუსი საუკეთესო?
ეს მენტალიტეტის დამსახურებაა. ისინი არასდროს თმობენ 2 შეხვედრას ზედიზედ, რაც ნაპოლისგან და რომასგან განსხავევით დიდ უპირატესობას იძლევა. იუვე არასდროს ცდება. ეს ისაა, რაც იტალიაში დიდ სხვაობას იძლევა.
– ვისი პოსტერები გქონდა ოთახში?
კიელინის. ნესტა კი ჩემი იდეალია.
– რატომ კიელინი?
მინდა კიელინის ჟიმი მქონდეს, რაც მე მაკლია. მე მომწონს მისი თამაშის წყურვილი, ენერგია, რომელსაც ყველა თამაშზე ვხედავთ. ბავშვობაში კი ყოველთვის მსურდა ნესტასავით მეთამაშა.
– 12 წლის იყავი, როდესაც კანავარომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
თამაშს ვუყურე, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად ბერგამოს ქუჩებში აღსანიშნად წავედი. მაშინ კარგად არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა, თუმცა ახლა ვხვდები.
– როდესაც იუვენტუსის ინტერესის შესახებ გაიგე, როგორი იყო შენი რეაქცია?
ხუმრობა მეგონა. არ მჯეროდა, რადგან სერია ა-ში მხოლოდ 10 შეხვედრა მქონდა გამართული. ვიფიქრე, რომ ეს მხოლოდ ჭორები იყო, თუმცა…
რა ტყულა აუშლია ნერვები მარადონას იმ ქინძების გამო, ისე პანათინაიკოსი საუკუნე რომაა ვერ იგებს საბერძნეთის ჩემპიონატს ისიც მსაჯებს აბრალებს ოლიმპიაკოსის ჰეგემონიას. აბა რას იტყვიან ნაპოლი რომას ფანები ბანძები ვართ და იმიტომ ვერ ვიგებთო?
მარადონა
ნამეტანი ამბიციური ფანები ყავს რომა ნაპოლს

რა ომი გქონია მსოფლიო სპორტზე
ერთი კარგი იდეა მაქვს. იუვეს აპლიკაციის გაკეთება.ძნელი არ უნდა იყოს იმედია დაფიქრდება რომელიმე ადმინი
ამან და რუგანმა კარგად უნდა ააწყონ ნელნელა ჩაანაცვლებენ ბონის და კიელოს
წარმატება და აბა ჰენ იცი როგორ ითამაჰებ
UI Ra damtxvebaa mec maqvs