ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიაცა: “აქ ბევრი რამ ვისწავლე”

მარკო პიაცა პირველი ტურინული თვეების შესახებ საუბრობს…

2 დღის წინ, მანამ სანამ მარკო პიაცა იუვენტუსის ძირითად შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარებდა, ხორვატმა შემტევმა Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა.


“აქ მოსვლის დღიდან ბევრი რამ ვისწავლე. გავიგე რას ნიშნავს იტალიური ფეხბურთი. იუვენტუსი საუკეთესო კლუბია, უდიდესი ისტორიით, რომლითან მათ შეუძლიათ იამაყონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდში წარმატებული მომავალი მელის…

ბევრი უნდა ვიშრომო, რომ შემადგენლობაში მოვხვდე. მინდა გულშემატკივრებს ვაჩვენო ის, რაც მათ სურთ…

ყოველთვის რთულია ტრავმირებული ყოფნა. ამ დროს თამაშის სურვილი დიდია, განსაკუთრებით კი ჩემს შემთხვევაში. როდესაც აქ მოვედი, ბევრი რამის დამტკიცება მსურდა, ამიტომ პირველი სამი თვე ჩემთვის მარტივი არ ყოფილა…

მარიო მანჯუკიჩთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მას ნაკრებიდანაც ვიცნობდი, ამიტომ ჩვენ ვმეგობრობთ. ის მე ბევრ რამეში დამეხმარა, როგორც ფეხბურთში, ისე პირად ცხოვრებაში. მე მისი მადლიერი ვარ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Mec magrad meimedeba ratomc

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Nedved11
7 years ago

მაგრად მეიმედება პიაცასი . შემდეგი სეზონიდან სასწაულებს ველი მარკოსგან :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x