ბონუჩი : “ჩემპიონთა ლიგის ფინალი არასდროს დამავიწყდება”
ტურინის “იუვენტუსის” მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ იტალიურ პრესასთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა..
“ბარსელონას წინააღმდეგ ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერასდროს დავივიწყებ, 6 ივნისს, საოცარი საღამო იყო.ბოლომდე გვჯეროდა, რომ უძლიერესი ბარსელონას დამარცხებას მოვახერხებდით, თუმცა რაღაც დაგვაკლდა.ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ვუტევდით და კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და საბოლოოდ, კონტრშეტევაზე დავისაჯეთ.დაცვაში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ როცა შენს წინააღმდეგ მესი, ნეიმარი და სუარესი თამაშობენ, სირთულეებს აწყდები.ბერლინის ფინალი კარგი გაკვეთილი გამოდგა, ბევრი რამ გვასწავლა.”
“მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ.არგენტინელს ბუნებრივი ტალანტი აქვს, პორტუგალიელმა კი ამ ყველაფერს დაუღალავი შრომით მიაღწია.მინდორზე მათ რომ გაუმკლავდე, 110 პროცენტით უნდა დაიხარჯო, 100 პროცენტი საკმარისი არ არის.”
1juve sad aris ro agar chans ?))
პისტოიეზე-კრემონეზეს უყურებს ბლოკნოტ მომარჯვებული და მომავალ იტალიელ ლეგენდებს ინიშნავს
https://www.youtube.com/watch?v=hYTvBKtls-g
მანოლო გაბიადინი მშვენივრად მოერგო საუთჰემფტონს
ლიგას მოვიგებთ, წელს თუ არა მომავალ წელს მაინც. მარა წელს მირჩევნია ))
სტურაროს გარეშე როგორ მოვიგებთ? ალეგრი კი არ ენდობა მაგას, შევარცხვინე ის მწვრთნელი ვინც სტურაროს სკამზე დასვამს და 70 წლის მანძუკიჩს ათამაშებს. by 1juve :)
შორს გავალტ წელს აი ნახავთ! ნახევარფინალამდე მივალთ მერე ყველაფერი შეილება მოხდეს.აი მცველებმა არ უნდა მიიღონ ტრავმა რა!
მაგ წელს ხან 1 ტაქტიკას ვიყენებდით ხან მეორეს და ეგრე გავძვერით ფინალამდე, წელსაც ასეთი სუნი მცემს.
მეც მჯერა მაგისი ძმაო