ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიაში ყველაფერს გპატიობენ, წარმატების გარდა

პრობლემა, რომელიც ჩვენშია. საშუალო იტალიელები ცუდად უყურებენ იმას, ვინც წარმატებულია…

ანტიპათია (არ ვიხმართ იმ სიტყვას, რომელიც ნაინგოლანმა გამოიყენა, სიძულვილი) იუვენტუსის წინააღმდეგ კიდევ უფრო მყარად იდგავს ფესვებს იტალიაში, რადგან როგორც ჩანს პრობლემა წარმატებაა.

არაჰუმანური გრძნობები შური და დამარცხებასთან შეუგუებლობა საშუალო იტალიელებს აიძულებთ უძლიერესის წინააღმდეგ განეწყონ. არსებობს სამი კატეგორიის ადამიანი: პირველი, ვინც სხვის წარმატებას ტაშს უკრავს, მეორე, ვინც ეგუება და მესამე ის, ვინც ანტიპათიით ივსება. როგორც ჩანს ამ შემთხვევაში ბოლო კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს საქმე…

იუვენტუსმა 5 ჯერ ზედიზედ მოახერხა სკუდეტოს მოპოვება და თითქმის ხელში აქვს მეექვსეც. დაამხო ყველანაირი რეკორდი და ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რაც ცოტა არ იყოს ბუნებრივია, რომ მეტოქე იტალიურ კლუბებში შურის მიზეზი არსებობდეს. თუმცა აქ იტალიური პრობლემაა, ურთიერთპატივისცემა.

და მივდივართ ალეგრის სიტყვებამდე: “იტალიაში ყველაფერს გპატიობენ, წარმატების გარდა.” – სწორედ ამ წარმატებაზე გვაქვს საუბარი.

4 thoughts on “იტალიაში ყველაფერს გპატიობენ, წარმატების გარდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.