ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “იმედი მაქვს, იუვენტუსში კიდევ დიდხანს დავრჩები”

“კალიარისთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“ჩემს მომავალზე ახალს ვერაფერს გეტყვით, იუვენტუსთან კონტრაქტი მაკავშირებს და და აქ ბედნიერი ვარ, წასვლას არ ვაპირებ.ხვალ ამ თანამდებობაზე ჩემი მეასე მატჩი გაიმართება, მაგრამ ციფრებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, იმედია აქ კიდევ 300-400 შეხვედრას ჩავატარებ.თუ წასვლას გადავწყვეტ, პირველ რიგში ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობას შევატყობინებ.”

“ინტერთან დაპირისპირებიდან უკვე ერთი კვირა გავიდა და ვფიქრობ, საკმარისია ამ თემაზე საუბარი.ნერიაძურის ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და მიუხედავად არც ისე კარგი სტარტისა, ისინი სკუდეტოსთვის ბრძოლაში არიან ჩართულნი.ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მოსაზრება ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, ვერ ვიტყვი, რომ ყველას აზრს გავეცანი, მაგრამ ფეხბურთში ასე ხდება, ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ.მილანელებს ვეტყოდი, რომ მომავალს პოზიტიურად შეხედონ.”

“მარკიზიო უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მის მდგომარეობას ხვალ დილით შევაფასებ.სტურარო და რინკონი კარგ ფორმაში არიან, ხედირა და პიანიჩი კი ცოტა გადაიღალნენ.კალიარის კარგი გუნდი ჰყავს და მათთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, სამი ქულის მოპოვება მნიშვნელოვანია.დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ალექს სანდრო, ჯორჯო კიელინი, გონსალო იგუაინი და ხუან კუადრადო სასტარტოში იქნებიან.მარცხნივ ან მანჯუკიჩი ითამაშებს, ან სტურარო ან პიაცა.ჯიჯი ითამაშებს, ნეტო შესანიშნავი მეკარეა და როცა ბუფონი ისვენებს, ბრაზილიელს ასი პროცენტით ვენდობით.”

31 thoughts on “ალეგრი : “იმედი მაქვს, იუვენტუსში კიდევ დიდხანს დავრჩები”

  1. ar vici me alegri mainc chmori treneri mgonia realtan sheeshinda tevezi pinalshi barsastan saertod misca burti da barsas kide rac upro didi xani ukavia burti mit upro saxipatoa da cels kide 1-0 ro igebs 60 cutidan dacvashi icyebs tamashs rac pexburtelebsac ar moscont da nagdad ar minda juve atletikosavit tamashobdes

    1. ბარსას ყველა გუნდთან 70% იანი ბურთის ფლობა აქვს თვით რეალთანაც კი და ესეიგი რეალი ჩმორია ბურთს უთმობს?

  2. იასნა სისულელეებს წერ და არ უნდა გპასუხობდე, მაგრამ შენც მაგიტომ წერ ეგეთ სისულეებს რომ ყურადღება მიიქციო და ხალხი გეკამათოს. ჰოდა მეც არ გაწყენინებ ამ ერთხელ. :)

  3. ფაიზაღს დავდებ 1juves რომ იარაღი მისცე იუვეს ყველა ლეგიონერს დახვრიტავს,თუ 11 იტალიელს ვერ შეაგროვებს 8 კაცით ითამაშებს ლეგიონერების გარეშე. ვისაც უნდა დავენიძლავები

  4. 1juve

    ალეგრის კი არ გონია, ის დიდი მწვრთნელია და ამას აღიარებს მთელი იტალია და არა მარტო იტალია! არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის კმაყოფილია სატრანსფერო პოლიტიკით, მაგრამ მისი სიძლიერე ზუსტად იმით იზომება, რომ შეეძლოს არსებული კონტიგენტით მაქსიმუმის დადება, რაც შენც ბევრჯერ გითქვამს აქ.))

    1. Cudiatqva me AR mitqvia, ubralod am gundis mtavari + mwvrtvneli araa, piriqit zogjer mtavari – ia.
      me mgonia ro maqsimum prandelis donea, kontemde Zan bevri uklia. Ise aq maxsovs xalxi izaxoda alegri kontes jobiao, is xalxi mizaxoda me fexburti AR icio :lool: pogbas da vidalis fanebi, me bonuchis fani var 2011 wlidan moskovis spartakshi ro tamasobs imisi :lool:

      1. ეს მხოლოდ შენი აზრია, თან ძალიან მიკერძოებული )) თავიდან მეც ნეგატიურად შევხვდი მის მოყვანას, მაგრამ საქმეში რო ვნახე, აზრი შევიცვალე მასზე, რადგან უკეთ გავიცანი ალეგრი.

        1. Xo chemi azria, sxva Tu sxvanairad fiqrobs araa problema, sheizleba imis azri ufro sworia.
          ise treiners romelsac rinkoni sturaroze uketesi gonia, me ver chavtvli magali donis treinerad.
          verc imas chavtvli magali donis treinerad, vinc 70 wlis manjukichis gamo taqtikas shecvlis da am cvlilebas 20 wlis ruganis satamasho dros shewiravs

          1. გუნდისთვის რაც უკეთესია, ისე უნდა იყოს და მანჯუკიჩის დასმა ახლა, როცა თავს არ ზოგავს შენი გუნდისთვის და თვის იუვენტინოდ აღიარებენ გულშემატკივრები, როგორი საქმეა?!… სტურარომ კი თუ არ მოუმატა რინკონს კი არა პადოინს გაუწევს მალე კონკურენციას ))

  5. ალეგრიმ უკვე თავისი გუნდი ააწყო იუვეში, მშვენივრად იცის ყველა ფეხბურთელი და მათი შესაძლებლობები. ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშის გადაწყობა, საჭიროების მიხედვით და ფეხბურთელებმაც გაიგეს უკვე რა უნდა ალეგრის. ასე რომ, ახლა მისი შეცვლა სისულელეა. ერთი-ორი ძლიერი ფეხბურთელი მოუყვანონ და მეტი არაფერი სჭირდება ამ გუნდს!

    1. Awyobili gundi chaibara da mis mere mouyvanes, benatia, alveshi, sandro, xedira, pianichi, manjuka, iguaini, dibala ager 8 magali donis fexburteli mouyvanes da kide itxovs rames? Awyobili gundi chaibara, meshvideadgilosani kiara, klubi Tu gazlierda bolo wlebshi, marotas wvlili metia magashi vidre alegris, alegrs italiashi minimum 5 moqmedi treineri jobia

      1. და რა უნდა გაეკეთებინა ალეგრის იმაზე მეტი რასაც აკეთებს? იტალიაში სულ იგებს სკუდეტოს, ლიგაზე ერთხელ ფინალში გაიყვანა გუნდი და ფანტასტიურ ბარსასთან წააგო მხოლოდ. შარშან 3 ლიდერის გარეშე (კიელინი,მარკიზიო,დიბალა) ბავარია თავის მოედანზე გააფარჩაკა თითქმის და რო არა მსაჯების აშკარა მიკერძოება, იუვე უნდა გასულიყო შემდეგ ეტაპზე… ამაზე უკეთეს შედეგს დადებს გგონია სარი, სპალეტი ან დი ფრანჩესკო?!

  6. Am wasvlaze yuradgebis gamaxvilebit, milanista jurnalistebi avtoritets umagleben alegris. Togorc padoini AR iyo iuvedan wamsvleli tavis nebit, ise araa esec. Tituls titulze vchuqnit da suleli unda iyos sadme wavides. Iuveze uketesi 2 klubia barsa da reali da IQ chemodnebze jdomas aq arxeinad yofna urchevnia

      1. ტიპი სხვა სამყაროშია :) ეს ზღაპრები რომ ძილის წინ 2 წლის ბავშვს მოუყვე თავში ჩაგარტყამს რამეს.:)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.