ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა სპონსორის შეცვლას გეგმავს

არგენტინელს ახალი სპონსორი ეყოლება…

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი პაულო დიბალა მისი ბუცების სპონსორის შეცვლას გეგმავს. არგენტინელს Nike-თან ხელშეკრულების ვადა 1 თებერვალს ამოეწურა, ამიტომ კროტონესთან შეხვედრაში ჩვეულებრივი ბუცებით ითამაშა, სადაც ლოგო ადგილი დაფარული გახლდათ.

ივარაუდება, რომ დიბალა Nike-დან წასვლაზე ფიქრობს. ის სავარაუდოდ სხვა გიგანტი ფირმის Adidas-ის ან Puma-ს რიგებში გადავა, თუმცა გამორიცხული არაა უახლესი ბრენდის Under Armour-ის ნომერ პირველი სარეკლამო სახეც გახდეს.

ამერიკულმა კომპანიამ სულ ახლახანს შეაბიჯა ევროპულ ბაზარზე და ლონდონის ტოტენჰემთან 10 მილიონიანი კონტრაქტი გააფრომა. Under Armour-ის რიგებში ისეთი სპორტსმენები იმოსებიან, როგორებიც არიან ტომ ბრები, ენდი მარი და სტეფ კარი.

13 thoughts on “დიბალა სპონსორის შეცვლას გეგმავს

  1. საუკეთესო ფირმის ბუცები ეცვა აქამდე და საუკეთესოსთან უნდა გააგრძელოს კონტრაქტი რა თქმა უნდა… :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.