ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენცია

მასიმილიანო ალეგრიმ კალიარისთან შეხვედრა შეაფასა…

იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში კალიარისთან(2:0) გამარჯვების შემდეგ, ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის ეფექტურობაზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა იუვენტუსთან ერთად სერია ა-ში მე-100 მატჩი გამართა.

“იგუაინი ექსტრაორდინალური მოთამაშეა, მაგრამ ეს ჩვენ ყოველთვის ვიცოდით. მისი მუშაობა და საქმისადმი მიდგომა გვაოცებს..

ეს ახალი ისტორიაა, რომელიც ახალი სქემით 4-2-3-1-ით იწერება, სადაც ვარსკვლავ ფორვარდებს ერთად თამაშის საშუალება ეძლევათ. ამ სეზონში ისეთი დრო დაგვიდგა, როდესაც ყველაფრის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ბიჭები ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ..

ხედირა ყოველთვის 2 ნახევარმცველიან ტაქტიკაში ასპარეზობდა, ჩვენთან კი მას 3 შუახაზელში მოუწია თამაში, მაგრამ მაშინ ის პოლ პოგბასთან ერთად თამაშობდა. სამი თამაშის ტემპში კარგად ერთვება. თუ 30კმ/სთ სიჩქარით სირბილია საჭირო, მაშინ ის 31-ით ირბენს, ხოლო თუ სიჩქარე 50-ია საჭირო, მაშინ ის 51. ჩვენ ბურთთად ერთად სწრაფად გადაადგილება უნდა ვისწავლოთ, რის შემდეგაც მეტოქისთვის რთულად გასაშიფრები ვიქნებით. კუადრადოს სისუსტე ზუსტი პასია, თუმცა კონტრშეტევების დრო ის საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებს..

მინდა, რომ იუვენტუსმა აგრესიული ფეხბურთი ითამაშოს. დღეს კალიარი 10 კაცით დარჩა და ჩვენ ამ დრო მასიური შტურმების სერია უნდა დაგვეყწო, თუმცა ამის მაგივრად შეცდომებს ვუმატეთ. სამუშაო ბევრია. ჩემპიონთა ლიგისთვის უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ დაცვასა და შეტევაში..

კონტრაქტი? მე ჯერ კიდევ წელიწადნახევარი მაქვს კონტრაქტი. ასეთი საუბრები გასულ წელსაც იყო. ვიცი, რომ თქვენ წერას არ შეწყვეტთ, რადგან ეს თქვენი საქმეა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve amor
რეალისტი
7 years ago

არ ვიცი ახალი ტაქტიკის ბრალია თუ რისი მაგრამ მართლა მოუკლო დიბიმ,იმედია დროებითია და ლიგისთვის დაიქუხებს ისევ

maradona73
maradona73
7 years ago

სასიამოვნოა რომ, რაზეც მე და ბევრი სხვა აკრიტიკებდა მიხვდა რომ შესაცვლელი იყო და ცვლის კიდევაც.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x