ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა მანჩესტერულ ამბიციებს ბლოკავს

გუარდიოლა და მოურინიოს სანდროს ხელში ჩასაგდებად იბრძვიან…

O Jogo-ს ცნობით, ტურინის იუვენტუსის მარცხენა მცველის ალექს სანდროს ხელში ჩასაგდებად ზაფხულში მანჩესტერული დერბი გაიმართება.

პორტოს ექს ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის პეპ გუარდიოლას სამიზნე გახდა. შეგახსენებთ, ქალაქელებმა 2 წლის წინ იუვენტუსს ბრაზილიელის ტრანსფერში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მაშინ გამარჯვებული მაროტა დარჩა.

გალილეო ფერარის ბინადრები წინადადებების დაბლოკვას და უკანახაზელის შენარჩუნებას გეგმავენ. მაროტას სურს, რომ სანდრომ მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლამდე გააგრძელოს, რის შემდეგაც ბრაზლიელი ხელფასის სახით 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

11 thoughts on “მაროტა მანჩესტერულ ამბიციებს ბლოკავს

  1. სანდრო არა იხვი,სანდროს ხელი დაედება და ვიღაცას წითელი აენთება.ისე დი-შილიოზე ღირს დაფიქრება :lool: :lool: :lool:

  2. ალაბა ჯობია მხოლოდ სტანდარტების შესრულებაში ისე სანდრო საუკეთესო მარცხენა მცველია

  3. სანდრო საუკეთესოა მის პოზიციაზე,მაროტას რამდენმა აგინა ამის ყიდვისას გაიხსენეთ….მაროტა საუკეთესო მენეჯერია….

    1. Moratas iguainis yidvis drosac agines magram tipi ras shveba goli golze gaqvs. Pianichzec agines. Aq xo jvesi arcerti fexburteli ar moscomt darcmunebuli var 25 clis bufoni ro moeyvanat imazec ityodnen rom farchakiao

    1. დე შილიოს მთელი სეზონი სკამზე ჯდომა მირჩევნია სანდროს თამაშს გოლებს და მოგებულ ლიგას. პს. მეც სხვა ვარ :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.