ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა: “კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს ვარ”

დიბალა ჩემპიონთა ლიგაზე, დელ პიეროს რეკორდსა და ახალ სქემაზე…

პაულო დიბალამ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ახალი კონტრაქტი სულ მალე გაფორმდება.

“ჩვენ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს ვართ. მხოლოდ წვრილმანების მოგვარება დარჩა. სულ მალე ჩემი აგენტი იტალიას ეწვევა, რათა მაროტას შეხვდეს და შეთანხმება დაასრულოს”

ბოლო დროს იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი პაულო დიბალას ხშირად ცვლის. შეძლებს თუ არა არგენტინელი დელ პიეროს რეკორდის მოხსნას, რომელიც ფაბიო კაპელომ 1 სეზონში 19-ჯერ შეცვალა?

“დიახ, ამის შესახებ უკვე მითხრეს. შესაძლოა სულ მალე შეცვლა თავად მოვითხოვო, რადგან დელ პიეროს რეკორდის მოხსნა სასიამოვნო იქნება..

ახლა პალერმოსთან შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ კი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთვებით. ჩვენ საკმაოდ ძლიერი მეტოქე და ხმაურიანი სტადიონი გველის. ამის შესახებ უკვე გვესაუბრა ალექს სანდრო, რომელმაც გვითხრა, რომ იქ თამაში იოლი არასდროს არაა..

სათამაშო სქემის შეცვლის შემდეგ, მე უფრო გუნდური თამაში ვისწავლე. უფრო სიღრმიდან მიწევს მოძრაობა, რადგან ალეგრი ზონებს შორის გადაადგილებას მთხოვს. ახლა შეტევაში უფრო მეტი მოთამაშეა და შესაბამისად სივრცეც მცირეა, ამიტომ მიწევს უკან ჩამოვიდე და ნახევარმცველებთან ერთად ვითამაშო.”

14 thoughts on “დიბალა: “კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს ვარ”

  1. ესეც თქვენი ნაპოლი. პესკარასთან თამაში და ლიგაზე გამოსვლა ერთი და იგივე არაა. მარტო ტექნიკა და სისწრაფე არაა საკმარისი. საფეხბურთო ინტელექტი, თავდაჯერებულობა და გამბედაობაა საჭირო, რაც ნაპოლის აკლია.

  2. Handikapit ro ar waegot magari shansi eqnebodat napolis italiashi exla rtulia 2 burtis axmopxvra realtan saxshic johoxets mouyoben mara aramgonia ro rame mogdes reali erts gautans da eseni 3 ver gaitanen albat mara goli ro sheagdes kargia tu gaumartldat epizodebshi sheidzleba damatebit droze gaiqachon ise 2-1 vpiqrob am gadmosaxedidan

    1. ახლა ძმაო გულჰემატკივრებამ დიდი როლი უნდა ითამაჰონ რო ნაპოლი ჰემდეგ ეტაპზე გავიდნენ და ვნახოთ ყველაფერი ხდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.