ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

tuttosport: თუ ალეგრი წავა, მაროტას ფავორიტი სპალეტია

ალეგრის წასვლის შემთხვევაში რომაულ-ტურინული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება…

რა მოხდება თუ ალეგრი წავა? იტალიაში ნამდვილი საფეხბურთო ომი დაიწყება. მაროტას გიჟური იდეა: იუვენტუსის სპორტულ დირექტორს მაქსის შეცვლა ლუჩანო სპალეტით სურს, რომელიც ბიანკონერის უშუალო კონკურენტის რომას მთავარი მწვრთნელია.

სარდინიელი სპეციალისტის უკანასკნელი ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ის ჯერ არ გეგმავს ტურინის დატოვებას, თუმცა ვინ იცის?

მაროტა ცდილობს ისეთი შემცვლელი მოძებნოს, რომლისთვისაც ტაქტიკა 4-3-2-1 ყველაზე მეტად ნაცნობია. სპალეტის გარდა მთავარ კანდიდატებად ფიორენტინას დამრიგებელი პაულო სოუზა და სასუოლოს თავკაცი ეუსებიო დი ფრანჩესკო სახელდებიან.

12 thoughts on “tuttosport: თუ ალეგრი წავა, მაროტას ფავორიტი სპალეტია

  1. ამ ეტაპზე ალეგრის გაშვება სისულელეა და ამაზე ლაპარაკი არც ღირს… ძაან მომწონს კარერას მუშაობა სპარტაკში, ტიპმა მკვდრები აათამაშა, ჭკვიანურად ათამაშებს გუნდს იმედია რომელიმე წესიერ გუნდში გადავა და მერე იუვე <3 :forza:

  2. ალეგრი თუ წავა, მოიყვანე ვინმე ტოპ კლასის მწ რთნელი, სპალეტი არა ტაშტი. ანჩელოტი მაგარია, სიმეონეც მაგარია, კაროჩე რა არ ვიცი, სოუზა ოსტრა დაჩახოხბილა არ მოიყვანონ ეგაა მთავარი

  3. Dzalian magari martvelebi yavs jves. Sul ragac 7 clis cin jve sashualo donis gundi iyo didi valebit. Exla jve evropashi ert erti sauketesoa da didi mogebit da ubralod texavs anielize rom idzaxit uambiciovo. Aq rom chorebi icereba magaze anielis nu aginebt. Spaletic araa is masti rom jveshi camovides. Datkbit cels jve chempionta ligas moigebs

  4. მოკლედ ძაან ფარჩაკი და უამბიციო მთავრობაა.ელკანი-ანიელის დუეტი სანამ სათავეშია იუვეს არაფერი არ ეშველება :blin:

    1. ესენი იქნებიან აწი სიბერემდე და რა ვქნათ, მივატოვოთ იუვეს გულშემატკივრობა? კიდევ ამათი დამსახურებაა ამბიციები რო გაგვიჩნდა ამ დროებაში… :juvee:

  5. მე მოგეხსენებათ, ალეგრის მეხოტბე არ ვარ, მაგრამ ალეგრის გაშვება არაფრით არ შეიძლება ამ ეტაპზე, მითუმეტეს, როცა შემცვლელად სპალეტის, სოუზას ან დიფრანჩესკოს ასახელებს გუნდი…
    და საერთოდ, როცა წინ ლიგაა და ასეთ რამეს გუნდი უნდა გამორცხავდეს…
    გვარდიოლას დამართა, როცა ბაიერნიდან წასვლას აპირებდა და წინასწარ იცოდა…გუნდმა იმ სეზონში ლიგაში ვერაფერი ვეღარ ქნა…

    ხმაურიანი სპეციალისტია საჭიროა, ამბიციური… მაგრამ მაროტას და ა.შ. კამანდას, აწყობთ დაბალი დონე, ვისაც უნდა გაუყიდიან, ვისაც უნდა უყიდიან და ა.შ.

    ამ ეტაპზე ალეგრი არ უნდა წავიდეს

  6. ეს მწვრთნელი რო არ მევასებააა.. საშუალო დონის იტალიელი მცვრთნელია, ლიგას რო ვერასდროს ვერ მოგაგებინებს

  7. ჯერ ესერთი ალეგრის ამ ეტაპზე გაჰვება სისულელეა მერე მეორე სპალეტის ხელჰი ძაან მეეჭვება რამე ღირებულს მივაღწიოთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.