ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი ჯერ ადრეა”

“პალერმოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე საერთოდ არ ვფიქრობთ, ხვალ პალერმოს ვეთამაშებით და აუცილებლად უნდა მოვიგოთ.სიცილიელებს კარგად ორგანიზებული, სწრაფი და აგრესიული გუნდი ჰყავთ, გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და რა თქმა უნდა, იოლად არაფერს დათმობენ.სეზონის დასრულებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა და ახლა ნებისმიერმა შეცდომამ შესაძლოა დაღი დაასვას ჩვენს წარმატებულ ასპარეზობას.მინდორზე ბიჭები სწორი განწყობით უნდა გავიდნენ და აქტივში მორიგი სამი ქულის ჩასაწერად ყველაფერი გააკეთონ.”

“პიანიჩი ? – მირალემი თავს კარგად გრძნობს, იგი განაცხადში იქნება.ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებულ დეტალებს ხვალ გადავწყვეტ, ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი რეაბილიტაციის პროცესს გადიან და კვირის ბოლომდე გაირკვევა, გაემგზავრებიან თუ არა გუნდთან ერთად პორტუგალიაში.რუგანი მატჩიდან მატჩამდე უმატებს და ეს ყველას ახარებს, ბონუჩი კი ოპტიმალურ ფორმასთან ახლოსაა.ხვალ ლეონარდო იუვეს მაისურით მესამასე შეხვედრას ჩაატარებს, ეს საოცარი მიღწევაა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.მას ხვალ ბენატია ან რუგანი შეუწყვილდება.”

“სტურარო ? – სტეფანო სათამაშოდ მზადაა, გააჩნია, რომელი ტაქტიკით ვიასპარეზებთ.უნდა შეფასდეს მარიო მანჯუკიჩის მდგომარეობა, ბოლო შეხვედრებში მან დიდი ენერგია დახარჯა და შესაძლოა, დასვენება დასჭირდეს.მის პოზიციაზე ან სტურაროს ან პიაცას ვარიანტებს განვიხილავ, არ გამოვრიცხავ, რომ მინდორზე სამი ცენტრალური ნახევარცველით გავიდეთ.პიაცა თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია, მან დაუღალად უნდა იშრომოს და მჯერა, რომ წარმატებას მიაღწევს.”

“ჩემპიონთა ლიგის მატჩები ? – ორივე დღის შეხვედრებისგან სიამოვნება მივიღე, განსაკუთრებით პსჟ ბარსელონას გამოვყოფდი.პარიზელებმა საოცარი ფეხბურთი აჩვენეს და ყველას დაუმტკიცეს, რომ მაღალი დონის გუნდი ჰყავთ.ეს დღე კატალონიელების ნამდვილად არ იყო.რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, მინდა მაურისიო სარის ნაპოლი შევაქო, ნეაპოლელებს ევროტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვთ და მიუხედავად ამისა, მადრიდის რეალს საკმაო წინააღმდეგობა გაუწიეს.შეხედეთ მოდრიჩს, მას რამდენიმე წამი სჭირდება იმისთვის რომ რონალდოს ბურთი ფეხზე დაასვას, ნაპოლის ბევრი მოთამაშე კი პირველად თამაშობდა ლიგის პლეიოფში.სარი ნამდვილად იმსახურებს კომპლიმენტებს, საპასუხო მატჩში მათ წარმატებებს ვუსურვებ.”

“რაც შეეხება იუვეს, ჩვენ პსჟს, ბავარიას და რეალის დონეზე რომ ავიდეთ, კიდევ უნდა მოვუმატოთ.ამ წელს ბავარიას საკმაოდ აკრიტიკებდნენ და ხომ ნახეთ, მიუნხენელებმა ყველა კითხვას გუშინ უპასუხეს.ჩემმა შეგირდებმა პირველ რიგში ტექნიკურ დონეზე უნდა მოუმატონ, მეტად უნდა აკონტროლონ ბურთი, გაათამაშონ იგი და კომბინაციურად შეუტიონ, სწორედ ამით გამოირჩევიან ევროპული გრანდები სხვებისგან.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

თუმცა მე მაინც მჯერა და იმედს ვიტოვებ რომ წარმატებას მიაღწევენ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ცოტა მეშინია პსჟ გრიგალივით არ გადაგიაროს :lool:

lasha naxucrishvili
8 years ago

მიდი ფიორე შეუგდე რა :italy:

juve _ 10
juve _ 10
8 years ago

იუვენტუსი ვს პსჟ. 2-0 ასე დამთავრდება თამაში,
აი სტურაროს თუ დავაყენებთ ძირითადში მაშინ შეიდზლება 4-0_იც მოუგოთ :D :lool:

ალეგრი გეხვეწები 3-5-2 სქემით არ ათამაშო ბიჭები, და გეხვეწები ,,მარკოვკა პიცა,,, ძირითადში ათამაშო :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

სალამი ყველას! დღევანდელ თამაშებზე რა პროგნოზები გაქვთ? თუნდაც ცოცხალი… იმდენია ამერია რა დავდო და რა არა.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

აუფ ძმაო ევროპა ლიგაზე თამაჰებია პროსტა რა ვიცი მეც არაული მაქ ტვინი თუმც ძალიან მგონია მანჩესტრის ერთიანი და ვილიარელი რომა ორიანი თუ იქ ორი უეჭველი და ყველაზა მაგრად რაც მგონია და დარწმუნებული ვარ ბილბაო მოიგებს თავისუფლად ისე გლადბახი ფიორენტინაც იქსი მგონია მარა ვბალეჰიკობ რათქმაუნდა ფიორე რადგან იტალიური მარა მაინც აძინ იქსი ავიღე ჩემს ბილეთჰი და კიდევ ერთ თამაჰს გირჩევ ლეგია აიაქს არა გაეკარო ანდა იქსი არ აიღო წარმატებები

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მადლობა ძმა :forza: შენც წარმატებები

lasha naxucrishvili
8 years ago

ხედირა უნდა დაასვენოს უეჭველი. მანჯუს კიდევ კაი ყვითელი აქ არტყმული თორე მაგასაც სასტავში დააყენებდა.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პსზ სადაც გადავეყრებიტ იქვე გადავახევთ ბურთს თავზე

lasha naxucrishvili
8 years ago

აი ნახავ ძმა, შევხვდებით პსჟ-ს წელს მუდმივად ეგეთი შეგრძნება მაქ რო ამ სეზონში პსჟ დაგვეტაკება! რაც ლიგა დაიწყო სულ ეგ მიტრიალებს თავში აზრზე არ ვარ რატო :givi: :-)

vakhtang karchava
8 years ago

ბარსა ჩამოწერეს გრანდობიდან :lool:

მანჯუკიჩს რო დისკვალიფიკაცია აქვს, არ იცის ალეგრიმ? არიქა როგორმე ვაცნობოთ, არ ათამაშოს პალერმოსთან, თორე წაგებას ჩაგვითვლიან :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

და როგორც ტრენერი თვითონაც იზრდება

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ინტელიგენტური და ღრმა აზროვნება ახასიათებს რაც კაია

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მართალი ხარ ალეგრი ჯერ ლიგაზე ფიქრი არ გინდათ

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x